წარსულში ის დასახლებული იყო ფინიკიელებით, ბერძნებით, რომაელებით და არაბებით, ახლა კი – ემიგრანტებით ჩრდილოეთ აფრიკიდან. კუნძული ლამპედუზა, ისტორიაში განთქმულია როგორც გამანაწილებელი პუნქტი სხვასასხვა ხალხებისათვის. გაოცებს ველური ბუნების განუმეორებელი მომხიბვლელობით და საოცრად კეთილგანწყობილი ძირძველი მოსახლეობით.
,,ამ კუნძულს ან შეიყვარებ, ან შეიძულებ’’ – გვიხსნის ჯუზეპე, სასტუმრო კომპლექსის მფლობელი. ლამპედუზაზე სეირნობის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან საუბრის დროს ხვდები, რატომ ხდება ასე.
20,2 კვ.კმ-ზე გადაჭიმული კუნძული იტალიის სამხრეთ წერტილია, ის ტუნისის სანაპიროსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სიცილიასთან. ზამთარში მისი 6,5 ათასი მცხოვრები რთულია რაიმეთი დაკავდეს, ნოემბერში ლამპედუზას ტოვებს ბოლო ტურისტი და მასთან ერთად ქრება ყოველდღიური საზრუნავი, რაც დაკავშირებულია დაკავშირებული ოთახების გაქირავებასთან, ექსკურსიებთან და ტურებთან. იხურება სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები. კუნძულელთა ძირითადი საქმიანობაა თევზჭერა. მაგრამ, ზამთარში ძლიერი ქარების გამო, რომელიც გემებს ზღვაში გასვლის საშუალებას არ აძლევს, ეს საქმიანობაც წყდება.
და მაინც, როგორც ამბობენ ყველაფერი შედარებითია: ეს კარგად იციან ლამპედუზის მცხოვრებლებმა. ისინი გამუდმებით ადარებენ თავიანთ თავს მეზობლებს, პატარა კუნძულ ლინოზადან. ,,ჩვენ საავადმყოფო მაინც გვაქვს, – გვიხსნის სერენა, ლამპედუზას სასტუმრო კომპლექსის თანამშრომელი, – ისინი კი სისხლის ანალიზისთვისაც კი ჩვენს კუნძულზე დადიან. და თუ ზღვაზე შტორმია, კატერების ყველა რეისი წყდება, და ლინოზას 500 მცხოვრები მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს’’. მაგრამ მერე ამატებს:,, ჩვენც გვაქვს სერიოზული პრობლემები, მაგარითად, ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტისთვის, იძულებულნი ვართ სიცილიაში წავიდეთ. ამიტომ ყოველთვის გვაქვს სია, თუ რა უნდა გავაკეთოთ კუნძულიდან წასულებმა’’.
როგორ მივიდეთ კუნძულზე
ლამპედუზამდე შგვიძლია მივიდეთ 8 საათში ბორანით, ან 4 საათში ჩქაროსნული კატერით. კუნძულზე მოხვედრის ყველაზე სწრაფი საშუალებაა თვითმფრინავზე ბილეთის ყიდვა. ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც ასრულებს რეისებს ლამპედუზას მიმართულებით, არის – Alotalia, ის ადგენს ფასებს კონკურენციის არარსებობის პირობებში. ლამპედუზაზე ჩაწერილ მცხოვრებლებს აქვთ შეღავათები, მაგრამ მიუხედავად ამის ბილეთები იაფი არ არის (60 ევრო ერთი მიმათულებით).
კუნძულზე ბიზნესს არ აქვს ღრმა ფესვები. ეს აისახება პირველ რიგში ტურიზმის დარგის განვითარებაზე. ამ, ბიზნესის შედარებით ახალ დარგში ტურისტი არ აღიქმება როგორც კლიენტი, რომელიც ,,ყოველთვის მართალია,,. რესტორნებში არ არის პროფესიონალური მომსახურება. გასაქირავებელი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებაც საუკეთესო არ არის. მაგრამ მეგობრული გარემო, უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა და ადამიანების სიკეთე გავიწყებს ყველა ნაკლს.
ლამპედუზა არ არის მდიდარი არქიტექტურული ძეგლებით და ღირშესანიშნაობებით, მისი ურბანული სახე ძალიან უბრალოა. ქალაქის ცენტს თუ ზემოდან დახედავთ, ის მოგაგონებთ ჭადრაკის დაფას, პარალელური და პერპენდიკულარული ქუჩებით, რომლებიც ქმნიან კვადრატებს. ქუჩების გასწვრივ დგას უბრალო, დაბალი ყვითლად შეღებილი სახლები. Via Roma – ცენტრალური ბულვარია ფეხით მოსიარულეთათვის, რომლის გასწვრივ განლაგებულია ტანსაცმლის, ბიჟუტერიის და კერამიკის მაღაზიები.
ქალაქგარეთაა გადაჭიმული ტურისტული სტრუქტურები და ცალკეული ვილები – ე.წ. ,,დამუზი’’. ორიგინალური ქვის ნაგებობები, დამახასიათებელი ხმელთაშუაზღვის კუნძულებისთვის, განლაგებულია სანაპიროდან მოშორებით. გააკეთო არჩევანი ამ განდეგილ ვილაზე, ნიშნავს ღამე გაათიო ველურ ბუნებაში, ქალაქის ხმაურისგან შორს, ჩაისუნთქო ბალახის სურნელი და დათვალო ვარსკვლავები გამჭვირვალე ცაზე.
ქალაქის დასავლეთით არის ორი პორტი: ძველი და ახალი. ძველი პორტის დეკადენტური სახე გხიბლავს პირველი დანახვისთანავე, ის თითქოს ინახავს ხსოვნას ძველის ზღვებისა და საოცარი თავგადასავლების შესახებ.
მოგზაურობისთვის უკეთესია, თუ ძველ Citroen Mehari-ს დაიქირავებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანები ყოველთვის არ არიან კარგ მდგომარეობაში, მაინც ის საუკეთესოა გრუნტის გზაზე გადასაადგილებლად.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კუნძულზე ტურიზმი კარგად ვითარდებოდა, მაგრამ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა 2011 წელს. თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ლამპედუზა ყოველთვის იპყრობდა ჩრდილოეთ აფრიკელი მიგრანტების ყურადღებას და ითვლებოდა ე.წ ევროპის კარიბჭედ. კუნძულის მკვიდრები არ განიცდიდდნენ განსაკუთრებულ დისკომფორტს, 3-4 წლის წინ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერთი თვის განმავლობაში, კუნძულზე არ ჩაიყვანეს 6 ათასი დევნილი. იმ თვეში მომსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად აჭარბებდა უცხოლებისთვის განკუთვნილ მისაღებ ცენტრში ადგილების რაოდენობას, და ადამიანები იძულებულები იყვნენ დაეძინათ ქუჩაში, ბარებში, პლიაჟზე. ეს სიტუაცია ნამდვილად იყო განსაკუთრებული, მაგრამ მასმედიამ ცოტა არ იყოს გადააჭარბა, და იმ მომენტიდან ლამპედუზა გახდა მიგრაციის სიმბოლო. ,,თავიდან კმაყოფილები ვიყავით, რადგან გაზეთების პირველ გვერდზე მოვხვდით და მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ჩვენზე,” – ყვება ახალგაზრდა, რომელიც მანქანებს აქირავებს,- “მაგრამ მერე მივხვდით, რომ ამან ტურიზმი ძალიან დააზარალა’’.
დღესდღეობით, კოლექტიურ მეხსიერებაში, ლამპედუზა აღარ არის რომანტიკული ადგილი, სადაც შიძლება დაისვენო ქალაქის ამაოებისგან, იბანაო ლაჟვარდისფერ ზღვაში. კუნძული წარმოდგენილია, როგორც დევნილებით გადატვირთული მიწის ნაგლეჯი, რომლებიც ყოველდღე მოდიან აქ ნავებით.
იტალიაში არსებობს პირველადი დახმარების (CPSA) 4 მიგრაციული ცენტრი. ერთ-ერთი მათგანი არის ლამპედუზაში, სადაც ადამიანებს უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას, აგროვებენ პირად მონაცემებს და აძევენ საშუალებას მოითხოვონ დევნილის სტატუსი. შემდეგ, უცხოელები კუნძულიდან გადაჰყავთ სხვა საემიგრაციო ცენტრებში.
მიუხედავად იმისა, რომ მასმედიის მიერ გაშუქებულმა მიგრაციის საკითხმა მოიტანა ბევრი პრობლემა, ლამპედუზის მცხოვრებლებს გულთან ახლოს მიაქვთ მიგრანტების პრობლემა. 2008 წელში გაიხსნა ძეგლი (იტალიელი სკულპტორის მიმო პალადინის მიერ შქმნილი ხელოვნების ნიმუში Porta di Lampedusa –Porta d’Europa), რომელიც ეძღვნება ზღვაში დაღუპულებს. ყოველ აგვისტოში კინძულზე ტარდება ლამპედუზას ფესტივალი, სადაც იხილება ეკოლოგიის, მუშების ექსპლოატაციის, აგრეთვე ტერიტორიის მილიტარიზაციის საკითხები.
ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა – კდომენიკო მოდუნოს თავისი უკანასკნელი დღეები გაატარა ვილაში ,, ბოცვერის კუნძულის’’ მოპირდაპირედ. პატარა სილიანი პლიაჟი კუნძულის პირდაპირ ნამდვილი საოცრებაა. 2013 წელს პორტალ Tripadvisor-ის შეფასებით, ის დაჯილდოებული იყო, როგორც მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პლიაჟი ოქროსფერი ქვიშისა და კრისტალურად სუფთა წყლის გამო. ,,ბოცვერის პლიაჟი’’ უყვართ არა მარტო ტურისტებს, არამედ ზღვის კუებსაც (Caretta Caretta), რომლებიც ივნისიდან აგვისტომდე ბინადრობენ აქ და დებენ კვერცხებს. მზის ჩასვლისას მიწა იფარება ჯერ ოქროსფერი, შემდეგ კი ბრინჯაოსფერი სხივებით. კუნძული ნამდვილი სამოთხეა ზღვის და ველური ბუნების მოყვარულთათი.
მარიამ ფანჩულიძე