• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენი.

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენი.
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. ამის შესახებ  “თბილისი  თაიმსს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე რთველის მიმდინარეობას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაეცნო და რამდენიმე ისეთ მცირე მარანს ესტუმრა, რომლებიც ახლა იწყებენ ღვინის წარმოებასა და ბაზარზე რეალიზაციას.

“სიღნაღში, სოფელ ძველ ანაგაში მარანი „ანაგურელი“ წელს პირველ მოსავალს გადაამუშავებს. „ანაგურელი“ ისტორიული მარნის რესტავრაციის შედეგად გაიხსნა და მასში ასწლოვანი ქვევრებია განთავსებული. ყურძნის გადამამუშავებელი მოწყობილობები მარანმა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. მარანში ამჟამად შესაძლებელია 80 ტონა ყურძნის გადამუშავება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ნასრაშვილების მარანი“ მეორე წელია რთველს ატარებს და წელს ღვინის ექსპორტს უკვე ევროპის მიმართულებით გეგმავს. „ნასრაშვილების მარანში“ ღვინოს აყენებენ როგორ ტრადიციული ქართული, ისე კლასიკური მეთოდით. ორივე მარანი როგორც საკუთარ ვენახში მოწეულ, ასევე მევენახეებისგან შეძენილ იშვიათი ჯიშის ყურძენს გადაამუშავებს და საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან ერთად, ორიენტირებულები არიან ღვინის ტურიზმის განვითარებაზე”-აცხადებენ სააგენტოში.

დავით ტყემალაძის განცხადებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით მცირე მარნების რაოდენობა კახეთის რეგიონში ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა და ამჟამად მარტო კახეთში 500-ზე მეტს ითვლის, რაც მიანიშნებს რომ მეღვინეობის ინდუსტრია სწორი მიმართულებით ვითარდება, ევროპის განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების მაგალითზე.

„2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებას და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინს კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა, ამის მიუხედავად, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროსთან და მეღვინეობის ინდუსტრიასთან ერთად იმუშავა, რომ მოსახლეობას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნოდა და რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე დაწყებულიყო. რთველი კახეთში პიკურ ფაზას დაახლოებით ერთ კვირაში მიაღწევს“, – აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (თჰე ჭინე Hოტელ თელავი, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა

11 years ago
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

4 years ago
გორთან ავარიას მძღოლის და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა

პოლიციამ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

8 years ago
მარინა ეზუგბაია – თუ მძიმედ მყოფი პაციენტის შემთხვევაში გადავლახეთ 13 დღე და ის იქნება სტაბილურად, თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება

მარინა ეზუგბაია – თუ მძიმედ მყოფი პაციენტის შემთხვევაში გადავლახეთ 13 დღე და ის იქნება სტაბილურად, თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება

7 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by