„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჩხოროწყუს მოსახლეობას, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გოგა გულორდავა რეგიონის პრობლემატიკას, სპეციფიკას ძალიან კარგად იცნობს დასაქართველოს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი იქნება. „მოგეხსენებათ, გოგა გახლავთ წალენჯიხის გამგებელი.იგი არის განათლებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული ადამიანი. ის პროფესიით იურისტია და ძალიანკვალიფიციურად შეძლებს წარმოადგინოს ადგილობრივი საკითხები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადაგიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებულ და მომდევნო 4 წლისგანმავლობაში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაპირებთ 2020 წლის ბოლომდე ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში, როგორიც არის მაგისტრალები, დამაკავშირებელი გზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმისგანვითარებისთვის, დავასრულოთ, რათა ტურისტები ჩამოვიდნენ ამ მშვენიერ რეგიონში, მათ შორის ჩხოროწყუში დაისიამოვნონ საქართველოს ისტორიით. გაეცნონ მას და რა თქმა უნდა, მეტი შემოსავალი მოუტანონ ადგილობრივმოსახლეობას, ოჯახური ტიპის სასტუმროებს და ა.შ. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ამ ამოცანის განხორციელება თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია,“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ანაკლიის პორტის სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთანსაბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღეიდან 3 წელიწადში პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდა დაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნებაგარდამტეხი წერტილი. ანაკლია და სამეგრელო გახდება საქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი,“-აღნიშნაპრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება: „იმისათვის რომ ყველა ეს პროექტიწარმატებულად დასრულდეს, საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოება. დამეთანხმებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიანმნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ერთის მხრივ ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროპას დაევროატლანტიკურ ოჯახს, მეორეს მხრივ ვანხორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს უშუალო მეზობლებთან, და რათქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველოში უსაფრთხოება ვერ იქნება. ჩვენი მთავრობაარის ის ერთადერთი მართლაცდა ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდანდა რომლისთვისაც უმთავრესია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, გვჯერა რომ, ჩვენი მთავრობა, ჩვენიგუნდი, რომელსაც აქ ხედავთ, რომელთანაც იკრიბება ყველა კონსტრუქციული ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისგანვითარება სურს, არის ის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელიც ამ მიზნების განხორციელებას შეძლებს. ამგუნდთან უნდა დადგეს ყველა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობ, რომ ისეთი ღირსეული კაცი, როგორიც არის გოგაგულორდავა, უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს და წალენჯიხას საქართველოს პარლამენტში“.
გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადადა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს ჩხოროწყუ-წალენჯიხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
გოგა გულორდავას წარდგენას პარტიის წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.