15-17 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინასსაგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ცრნადაკი ეწვევა.
დაგეგმილია ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოსპრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგიკვირიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან დასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ბოსნია დაჰერცეგოვინას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობისსაკითხები.
ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობსსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.