ბელგიაბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნისსტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ბელგიამ უსაფრთხო სტატუსის მატარებელი ქვეყნების სიაშისაქართველო წელს პირველად შეიყვანა.

ბელგია უსაფრთხო წარმოშობის  სტატუსს  ქვეყანას იქ  არსებული სამართლებრივიმდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა დასხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.

უსაფრთხო წარმოშობის სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება, საქართველოში ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებით განხორციელებული ეფექტური რეფორმების შედეგად წელს ამსიას  მხოლოდ საქართველო დაემატა.

ბელგიის სამეფო  უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდანადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას.

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები