2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

usufaaaaგიორგი კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს დღესაც და ექნება უარესი, თუ ის საპარლამენტო გუნდი აღმოჩნდება უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს საქართველოს სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მესმის რაღაც ასეთი ამბები – კვირიკაშვილს თავი დაანებოს, კვირიკაშვილს რას ერჩის. მე ვერჩი კვირიკაშვილს? როდის და როგორ ვერჩი კვირიკაშვილს? მე იმას ვჩივივარ, რომ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს დღესაც და ექნება უარესი, თუ ის საპარლამენტო გუნდი აღმოჩნდება პარლამენტში უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს საქართველოს სთავაზობს. ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება ეს ამბები, როგორ იკვრება ან ვერ იკვრება, რის გარშემო შეიძლება შეიკრას გუნდი, როგორ შეიძლება ეს იყოს მხარდამჭერი მთავრობის ამა თუ იმ მიმართულების და ასე შემდეგ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები