ქრისტიანულ მსოფლმხედვეობაში ქალწული მარიამის შობა კაცობრიობისთვის სიხარულის მაუწყებელი იყო, რადგან მისგან განკაცდა მაცხოვარი, განახლდა ადამიანთა მოდგმა, განქარვდა სიკვდილი და როგორც ლოცვაში ვკითხულობთ-„მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაი საუკუნოი“.

მარადქალწული მარიამის შობაეს არის საწყისი ჩვენი ცხონებისა!“ – ამბობს  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთ-ერთ ქადაგებაში. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდით, ღვაწლით, სათნოებით  არა მხოლოდ ადამიანს, მოკვდავ არსებას გადააჭარბა, რამედ ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დადგა.

სწორედ ამ დღეს, ღვთისმშობელი ქალაქ ნაზარეთში იშვა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე,  მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.  მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. მშობლებმა ნანატრ შვილს სახელი  ანგელოზის მიითებით დაარქვეს. მარიამი ებრაულადქალბატონს“, „იმედსნიშნავს.

დიდუბიდ ტაძარი

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრები საქართველოში არც თუ ისე ცოტაა, მათაგან თავისი არქიტექტურული სტილით, ფრესკებითა და ისტორიით გამოირჩევა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს. დღევანდელი დიდუბის ეკლესიის წინამორბედი ტაძარი მეექვსე საუკუნით თარიღდება. მას მეცხრამეტე საუკუნემდე ნანაგრევების სახით მოუღწევია.

შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, სადაც 1189 წელს  ჯვარი დაიწერეს თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი სიწმინდე, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სწორედ თამარს შეუწირვს.

ტაძარი რამდენჯერმე იქნა მტრის შემოსევების შედეგად განადგურებული:1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა; 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძის, დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძისა და მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესიის ხელახალი მშენებლობა 1874 წელს დაწყებულა. 1884 წელს ეკლესია აკურთხეს, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სახით (ხის გუმბათით) უძეველესი ქართული სამშენებლო წესის თანახმად, რომელიც ითვალისწინებდა გუმბათის დაშენებას 7 წლის შემდეგ.

ღვთისმშობლის ხატიმისი არქიტექტურა ნაწილობრივ  ე. წ. რუსული სტილისაა, რადგან მე-19 საუკუნეში საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსები მართავდნენ, მათ ინტერესებში კი არ შედიოდა ქართული ეროვნული არქიტექტურის ტრადიციების გაგრძელება. საეგზარქოსომ დეკანოზ ბესარიონს შესთავაზეს ხუთგუმბათიანი ტაძრის პროექტი. ბევრი მცდელობის შემდეგ დეკანოზმა ზედმეტი გუმბათები პროექტიდან ამოარებინა და ცალკეული ქართული დეტალებიც შეიტანა მასში.

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიას  თანამედროვე ეპოქასა და გასულ საუკუნეში დაწერილი ხატები, ფესკები ამშვენებს,  რომელთაგან აღსანიშნავია კანკელის მაცხოვრის ხატი, წმ.  გიორგის, წმ.  ნიკოლოზის, წმ.  ნინოს, წმ. ილია მართლისა და წმ. თამარ მეფის ხატები. ეს უკანასკნელი კი  დაწერილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ.

ცნობილია, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც საცხოვრებელი კორპუსები დგას სასაფლაო მდებარეობდა, რომელიც კომუნისტების დროს დაინგრა. დღეს ეკლესიის გვერდით  არის პატარა პანთეონი, რომელშიც დაკრძალულნი არიან ცნობილი  ისტორიკოსები, მწერლები, პოეტები და  საზოგადო მოღვაწენი.

ტაძრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია დიდუბის ღვთისმშობლის სახელწოდებით. ხატზე ლეგენდა არსებობს, რომლის თანხმადაც კეთილმსახური მწყემსი ფარას აძოვებდა. მას დაესიზმრა ანგელოზი, რომელმაც აუწყა ადგილი, სადაც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დასვენებული და უთხრა: მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დილას ამ ადგილას მწყესმა თანასოფლელებთან ერთად ერთი ბრმა წაიყვანა. ღვთისმშობლის დიდებულმა ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული – ბრმას თვალები აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. ამ ადგილას მაშინვე აღუმართავთ ნიში. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმის ღმრთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი.

კომუნისტურ რეჟიმის დროს დაიკარგა, ასევე ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.

ყოველწლიურად, 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოოქროვილი პერანგით შემოსილ სასწაულმოქმედ ხატს ხსნიან, რათა მრევლს საშუალება მიეცეს  მოილოცონ, შეეხონ ამ სიწმინდეს და რწმენისამებრ მიიღონ კურნება, მადლი.

შეგახსენებთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა და ყოველწლიურად 21 სექტემებრს აღინიშნება. იგი ათორმეტთაგან ერთ-ერთი უძარვი დღესასწულია. დღეს 12:00 საათზე მრევლს კათოლიკოს პატრიარქისგან ეძელვა ლოცვა-კურთევა წარმოთქვან ლოცვა ღვთისმშობლისადმი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის: მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!“

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

(Visited 468 times, 3 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*