ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა. გია შარვაშიძე აკადემიურის საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
არჩევნები უნივერსიტეტში 14.00 საათზე დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 36-ვე წევრმა მიიღო.
გია შარვაშიძემ 21 ხმა მიიღო, გიორგი ბარამიძემ – 6 ხმა, ცირა ბარამიძემ – 5 ხმა, 4 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
რექტორობის კანდიდატებად გია შარვაშიძე, ცირა ბარამიძე და გია ბარამიძე იყვნენ დარეგსტრირებულნი.