„რაც ვიხილეთ ეს არის აშკარა წინასაარჩევნო აგიტაცია. ეს არის კულმინაცია,სადაც ეგრედწოდებულ ფორუმს ნიღაბი ჩამოეხსნა. ჩვენ დავინახეთ ფეოდალური მმართველობის ფორმა, თითქოს ვართ შუა საუკუნეებში. ზის სენიორი და შემდეგ თავის ვასალებს აძლევს დავალებებს“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ბიძინა იცანიშვილისა ბიზნესმენების შხვედრაზე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ ისაუბრა.
„ეს ფორუმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო,როგორც არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი სახე. რა თქმა უნდა არსებობს მთავრობაზე, საზოგადოებაზე, ბიზნესზე ზემოქმედების კულუარული მეთოდები. ეს არის ტიპური არაკონსტიტუციური მმართველობის გამოვლინება. ამ ფორუმში მონაწილეობას ღებულობდნენ ექსპერტები, მთავრობის წევრები, ბიზნესმენები და რეალურად ხდებოდა იმ სიგნალების გადაცემა,რაც სურდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს. ერთი სამღვდელოება დარჩა და ალბათ მომავალ ფორუმზე სასულიერო პირებსაც დაპატიჟებენ. იმედი მაქვს, რომ არ მივლენ.
ეს არის ზეწოლა საზოგადოებაზე, ბიზნესის დამცირება. ეს არის ბიზნესმენების დატუქსვა და მოწოდება ,რომ მათ რეალურად შასრულონ ქართული ოცნების ბიზნეს-კოორდინატორობის როლი და მოუტანონ ხმები 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა. გარდამავლი ქვეყანა გვაქვს, იყო შეცდომებიც და ყოფილა ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებიც. შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა პრეცენდენტი,რომ პირდაპირ ტელე-ეთერით ბიზნესი საარჩევნო პროცესში ჩაერთო რეალურ ხელისუფალს“.
რომან გოცირიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებსაც პასუხობს.
„შეურაცხყოფაც მომაყენა, თითქოს მე მეშინია მასთან დისკუსიის. ჩემს ეკონომიკურ ცოდნასა და მის ეკონომიკურ ცოდნას შორის განსხვავება არის ისეთი, როგორიც არის განსხვავება ჩემს ქონებასა და მის ქონებას შორის.
რატომ უნდა მივიდე, ვისთან მივიდე, რატომ უნდა ვეახლო ვიღაცას. დაპატიჟებულთა წრე გაფართოვდა და უცნაურია,რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც კი მიდიან სხვა პარტიის წინასაარჩევნო სააგიტაციო შეხვედრაზე. ეს არის პათოლოგიური ცრუპენტელობის კიდევ ერთი გამოვლინება. მე როდესაც ექსპერტად ვნმუშაობდი, მივედი პირველ ფორუმზე, მხოლოდ 8 წუთის განმავლობაში ესწრებოდა ივანიშვილი ამ შეხვედრას. შემდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვებით დატოვა ფორუმი და განაცხადა მივდივარ, გტოვებთ და უჩემოდ თქვენ უფრო თამამად და ლაღად ისაუბრებთო. როდესაც ივანიშვილი გავიდა ავდექი და ზუსტად იგივე სიტყვები გავიმეორე. ამ ირონიული ფორმით გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება მისი უპატივცემულობისადმი. მეორე ფორუმზეც ვიყავი და თავად არ გამოცხადდა, იყო აბსოლუტურად მოსაწყენი, უაზრო საუბარი. შემდეგ კიდევ ოთხი თუ ხუთი შეხვედრა გამართულა. ახლა ისევ გამოჩნდა, ეს იყო სააგიტაციოდ მოწყობილი. არჩევნების შემდეგ ეს ფორუმი დაინგრევა და არც იარსებებს.
მოსახლეობა ძალიან კარგად ცნობს ყველაფერს. ქვეყანა გაღარიბდა. ბატონი კვირიკაშვილი გაეროს სხდომაზე გამოვიდა და სიამაყით თქვა,რომ საქართველოში 2010-2014 წლებში სიღარიბე შემცირდა. ეს მიიწერა საკუთარი ხელისუფლების აქტივში. სინამდვილეში სიღარიბის 10%-იანი შემცირება,რომელსაც მსოფლიო ბანკი თავის დოკუმენტში აფიქსირებდა, მოხდა წინა ხელისუფლების 3-წლიანი და ამ ხელისუფლების 2-წლიანი მუშაობის შედეგი იყო. ეს იყო 2014 წლამდე. მას შემდეგ ლარი გაუფასურდა, მოხდა სავალუტო კრიზისი, მოიმატა უმუშევრობამ და დაიკეტა მრავალი საწარმო. თითოეული დახურული ბიზნესი არის ლაკმუსის ქაღალდივით იმის მაჩვენებელი,რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მანანა ღოღობერიძე