manana kobakhidze „სამეგრელო არასოდეს  დაუჭერს  მხარს  ქართულ ნაციზმს, მიშიზმს, სადიზმს.ის,რომ შესთავაზეს მომღიმარი სახით ქალბატონი სანდრა,  ეს არის  ამ რეგიონის მოსახლეობის დაცინვა“. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.

„მათ ყველაზე მეტად გადაიტანეს საკუთარ თავზე წამება, არაადამიანური მოპყრობა, დაპატიმრება. ამ პატარა ქალაქს ჰყავდა ათასობით პრობაციონერი.ზუგდიდში მოსახლეობასთან მიხეილ სააკაშვილის სკაიპით ჩართვაც არის კანონდარღვევა. ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე,რომელსაც კანონი უკრძალავს ზოგადად პოლიტიკურ აქტივობას და საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. რა თქმა უნდა რთულია აქედან დააჯარიმო სააკაშვილი, თუმცა რა თქმა უნდა ეს პარტია არღვევს კანონს და შესაბამისმა სამსახურებმა საქმეს უნდა მიხედონ. მას შეიძლება აწყობს,რომ პარტნიორ ქვეყანასთან უკარინასთან დავძაბოთ ვითარება, ეს არ მოხდება. უკრაინა არის ჩვენი პარტნიორი, ჩვენ გვიღირს ამ ქვეყანასთან მეგობრობა და არ მგონია,რომ  ავანტიურისტ სააკაშვილს უნდა შევწიროთ ჩვენი ურთიერთობები.

ის შიშით გაექცა ამ ქვეყანას და თუ გაბედავს და შეეცდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას, ადამიანი,რომელმაც უარყო საკუთარი მოქალაქეობა, უარყო საკუთარი ქვეყანა, აუცილებლად კანონი იმოქმედებს მის მიმართ.  ზუსატდ ისე,როგორც მომქმედებს იმ პირთა მიმართ,რომელთაც პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მათ მისცეს საზოგადოებას ის ინფორმაცია, რაც ჰქონდათ. დიახ სააკაშვილი ნამდვილად გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და ერთადერთი მიზეზით,დესტაბილიზაციისთვის. ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის,რომ არჩევნების გზით არავითარი შანსი არ აქვთ ხლისუფლებაში მოსვლის და ერთადერთი რაც აწყობთ, არის არასტაბილურობა. რა თქმა უნდა ეს შეუსრუელებადია, ვერ მიაღწევს ამას სააკაშვილი“

მანანა კობახიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. რომლის მიხედვითაც არ არის გამორიცხული,  შემდეგ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ.

„ბატონი ბიძინას მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ–მინისტრობის დროსაც და  მისი გადადგომის შემდეგ ირაკლიზე, როგორც პოლიტიკოსზე, როგორც ადამიანზე, მხოლოდ დადებითი მსმენია. რა თქმა უნდა ის განცხადება,რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება სწორედ ის ვიხილოთ კანდიდატად, ამ მოსაზრების მოსმენა ჩემთვის როგორც „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი თანამებრძოლისთვის სასიხარულოა. დარწმუნებული ვარ,რომ  ბატონ ირაკლის გადადგომის შემდეგ გაყვა  საზოგადოების დიდი ნდობა და სიყვარული. მაშინვე თქვა ბიძინა ივანიშვილმა,რომ მას აქვს დიდი რესურსი საიმისოდ,რომ საჭირო დროს შეძლოს პოლიტიკური აქტიურობა და მას  ნამდვილად ექნება  დიდი მხარდაჭერა. ის არის ახალგზარდა და პოლიტიკირ ცხოვრებაში უკვე საკმაოდ გამოცდილი. მას აქვს პოტენციული რომ თავისი მოღვაწეობა პოლიტიკაში გააგრძელოს, თუნდაც ამ რანგში“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*