2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

მამუკა კაციტაძე„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აუდიოჩანაწერის გავრცელება „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის.

„კითხვის ნიშნები აღარ ჩნდება იმის თაობაზე, რომ მოსმენები გრძელდება, მაგრამ ერთი არის რომ მოსმენები გრძელდება და მეორე, რომ ამ მოსმენების გამოქვეყნება გრძელდება. რომ უსმენ, გასაგებია რატომაც უსმენ, გაინტერესებს ვინ რას ლაპარაკობს და რას გეგმავს, მაგრამ მეორეა, როცა ამას უშვებ, ამის გათვლა არის ერთ რამეზე, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს შიში – ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მობრუნდეს და ეს პირდაპირ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში. ანუ ამის გაშვება პირდაპირ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში”, – განაცხადა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, როგორც ყველას, სააკაშვილსაც თავისი ოცნება აქვს, რომლის ასრულების არც რესურსი და არც საშუალება არ გააჩნია. კაციტაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება 2003 წლის პერიოდისგან და  საზოგადოების განწყობაც არ არის რევოლუციური.

„ყველას თავისი ოცნება აქვს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს სააკაშვილსაც თავისი ოცნება აქვს, ოღონდ ამ ოცნების აღსრულების არანაირი რესურსი და საშუალება მას არ გააჩნია. ლაპარაკობს რაღაც რადიკალურ მოქმედებებზე, შეჭრაზე, დამხობაზე და ასე შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ არანაირი ძალა დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისათვის, რომ მოახდინოს ხელისუფლების შეცვლა რაღაც გადატრიალების თუ იმდაგვარი მეთოდით, ის რაც გაკეთდა 2003 წელს, უბრალოდ არგააჩნია. 2003 წელს ხელისუფლება ეგდო ქუჩაში. პირდაპირ ვამბობ, დღეს ნამდვილად არ არის მთლად ამ მდგომარეობაში ხელისუფლება, შეიძლება დიდად კრამიტებს ვერ ამტვრევს, მაგრამ იმ მდგომარეობაშიც არ არის, როგორც 2003 წელს იყო ხელისუფლება. რაც ყველაზე მთავარია, დღეს საზოგადოების განწყობაც არ არის რევოლუციური და ეს ოცნება დარჩება ოდესაში სააკაშილს. იოცნებოს რაღაც უაზრობაზე, მაგრამ იოცნებოს”,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები