2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

kvirikaსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას, საუბარი, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით, ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს და, ამ მიმართულებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომლის პირველი სხდომა, თბილისში, 2016 წლის მარტში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს.

პირისპირ საუბრის შემდეგ, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელზეც ყირგიზეთის პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და კონკრეტული მიმართულებების რეფორმის პროცესში, საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ყირგიზეთის ბიზნესფორუმი 2017 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ასევე აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფნის როლი. მხარეებმა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას – ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი, შინაგან საქმეთა მინისტრი კაშკარ ჯუნუშალიევი, საგანგებო საქმეთა მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ელვირა სარიევა, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე საპარ ისაკოვი; ხოლო, საქართველოს მხრიდან – პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები