ქართული უძველესი პროფესიების ნაწილი დღესდღეობით აღარც არსებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ზოგიერთს ახალი  სიცოცლე შემატეს. ალბათ ცოტამ თუ იცის საქართველოში მჭედლობის, როგორც პროფესიის, არსებობის შესახებ. „თბილისი თაიმსი“  ქართული მჭედლობის ღირსეულ წარმომადგენელ, ახლგაზრდა მეიარაღე ოსტატს ლევან ბუკიას ესაუბრა. ლევანი დიდიხნია რაც ცივი იარაღის  კეთებითაა გატაცებული, თითოეულ ნიმუშს პრაქტიკულთან ერთად,  ძლიან ლამაზი ესთეტიური დანიშნულებაც აქვს. მის მიერ შექმნილი თითოეული ნივთი უნიკალურია და არასოდეს მეორდება. თუ რა სამომავლო გეგმები აქვს ოსტატს, რას ფიქრობს დღევანდელ ქართულ მჭედლობაზე, რომელ ქვეყანაში გაიყიდა და ვინ დაინტერესდა მისი ნაჭედი დანებით ინტერვიუდან შეიტყობთ.

 unnamedპირველ რიგში, მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ

– ბავშვობიდან ვინტერესდებოდი ცივი იარაღით. ვცდილობდი ჩემით გამეკეთებინა ფილმებში ნანახი საყვარელი გმირების იარაღი. ჯერ ხისგან ვაკეთებდი იარაღებს შემდეგ, ასაკთან ერთად ფოლადის დამუშავებაც ვცადე. სახლში კუსტარულ ჩარხზე ვწვალობდი, მაშინ  ნამდვილად ვერ წარმომედგინა მჭედელი თუ გავხდებოდი.

ერთხელაც ტელევიზორში შემთხვევით გადაცემა ვნახე მჭედლზე, ეს ადამიანი  შემდგომში ჩემი მასწავლებელი გახდა. გავიგე  სამჭედლო სად იყო და მივაკითხე. ერეკლე მეორის პერიოდის თაღიან შენობაში შევაბიჯე და სამჭედლოშიც შევედი. სამჭედლოში  წესია, რომ გრდემლთან და ქურასთან მჭედლის გარდა იშვითად შედის უცხო. ქალი საერთოდ არ დაიშვება, რადგან ყველა ადამიანი თავისებური აურის მატარებელია ყველასგან რჩება რაღაც .ქალი ნაზი და სათუთი არსებაა თავისი ბუნებით, იარაღი არ შეიძლება იყოს ამ თვისებების მატარებელი.ზოგს მოჭარბებულად ააქვს აგრესია და .. ამიტომ მჭედლები ერიდებიან იქ სადაც იარაღი იბადება იყოს მისვლამოსვლა და ქაოსი. სამჭედლოში ქურა და გრდემლი ყოველთვის გამოყოფილადაა საერთო ფართისგან, რომელშიც ნებისმიერი სტუმარი შემოდის.

როდესაც, მჭედელი ხმალზე ან ხანჯალზე მუშაობდა მარხვასაც კი იცავდა, რომ განწმედნილყო თავის აზრებსა და ზრახვებში, რადგან მის მიერ დამზადებული იარაღი არ ყოფილიყო ბოროტების მატარებელი.

დაუძახეს მოსწავლებებმა და გამოვიდა ოსტატი. გავეცანი და ავუხსენი, რომ სწავლა მინდოდა ამ საქმის. ჯერ მკაცრად დამაკვირდა, რადგან სუსტი აღნაგობის კაცი ვერ იქნება მჭედელი. ეს საქმე კარგ ფიზიკურ ამტანობას მოითხოვს. შემდეგ, გამომელაპარაკა და მითხრა, რომ ამჟამად ბევრი მოსწავლე ჰყავდა და ვერ ამიყვანდა. დავემშვიდობე და გამოვბრუნდი ცოტა გულმოსული, მაგრამ სანამ ეზოდან გავიდოდი ერთერთი მოსწავლე დამეწია და მომაბრუნა უკან.

მოკლედ მე და ჩემი მასწავლებელი შევთანხმდით, რომ ჯერ ხატვა უნდა მესწავლა, მიმითითა ისტორიული ლიტერატურა საიდანაც ილუსტრაციები უნდა მეხატა და კვირაში ერთხელ მივსულიყავი 7 ნახატით. ოღონდ არაფერს მპირდებოდა, გადავხედავ აგიყვან თუარა მოსწავლედო. ესე ვიარე 8 თვე. 8 თვის შემდეგ მითხრა აყვანილი ხარო და ესე დაიწყო ჩემი პრაქტიკული ჩართვა ამ საქმეში.

ნელნელა მეუროვეც გავხდი, ქურის დანთება, ჭედვა, წრთობა და სხვა სამჭედლო ოპერაციებსაც დავეუფლე და სადღაც ნახევარ წელიწადში პირველი დანაც გავაკეთე. ოღონდ დანამდე მჭედელი თავიდან ლურსმნის და ნალის ჭედვას სწავლობს.

როდის დაინტერესდით მჭედლობით და რა გახდა ამის გმომწვევი?

– 2003 წლის მერე  ამ სფეროში  ვარ. გარკვეული გამოცდილება მეც დამიგროვდა.

ზოგიერთი ჩემი ნამუშევარი ინახება საკმაოდ ცნობილი ადამიანების კოლექციებში: უკრაინის ყოფილი  პრეზიდენტი ვიკტორ იუშენკო, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები და სხვა.

პატარა წარმატებები სტიმულს მაძლევს შემდგომი სრულყოფისა და დახვეწისკენ ზრდაში. მიყვარს ეს საქმე და პირველ რიგში ამიტომ ვაკეთებ. როცა გიყვარს ძნელია ახსნა თუ რატომ გიყვარს, შენია და იმიტომ ალბათ. და კიდევ თუ ობიექტურობისკენ გადავიხრებით და საქართველოს ისტორიას გადავავლებთ თვალს, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლას წარმოადგენს ძირითადად, ჩვენი წინაპრების მამაცობასთან ერთად, ცივი იარაღიც თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. ისიც ფაქტია, რომ სანამ ბრძოლის ბედს ხმალი წყვეტდა, ქართველები სამხედრო საქმეში უფრო წარმატებულები ვიყავით. ესეიგი მჭედლებიც თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს ამ ყოველივეში.

523588_439057106137560_688750419_n

ცნობილია,რომ ძველი ქართული ჭედვის მეთოდები დაკარგულია. თქვენი აზრით არის თუ არა ამ მეთოდების აღდგენა შესაძლებელი?

– ქართველები, რომ ოდითგანვე კარგი ხარისხის ცივ იარაღს აწარმოებდნენიარაღი განსხვავდებოდა კუთხეების მიხედვით, ქართული სიმღერის არ იყოს. განსხვავებები იყო როგორც მოყვანილობაში ასევე უშუალოდ ფოლადის მიღების მეთოდოლოგიაშიც. კუთხური ნაირსახეობების გარდა მჭედლებს ქონდათ ინდივიდუალური მიგნებები და საიდუმლოებიც. არ არსებობდა რაიმე სტანდარტებს დაქვემდებარებული ფოლადები, როგორც დღეს გვაქვს. ხშირად იყენებდნენ ნალებსლურსმნებს და სხვა საყოფაცხოვრებო რკინის ნივთებს, რომლებიც უკვე უსარგებლოდ მიაჩნდათ. შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ნივთზე გამოყენებული ფოლადი ინდივიდუალური და განუმეორებელი იყო. თუმცა ოსტატის სტილი და ხელწერა გაყვებოდა ხოლმე იარაღს.

დღეს საკმაოდ პოპულარულია ეგრეთწოდებული დამასკოს ფოლადი, რომელიც მინიმუმ 2 განსხვავებული ფოლადის ნაერთს წარმოადგენს და თავისებური ლამაზი ფაქტურაც გააჩნია. მასში თავმოყრილია ასობით ფენა, შემდეგ ეს ფენები ერთმანეთში ბაწარივითაა გადაგრეხილი, რაც იარაღის პირს კარგ დრეკად და მჭრელ თვისებებს ერთდროულად ანიჭებს. ჩვენი წინპრები მას ბაწარაულს უცოდებდნენ. ასევე ცნობილია ბულატი იგივე ვუტცი, ქარათველები მას ჯავარს უწოდებდნენ. ეს ყოველივე ჩვენ წინაპრებს ძალიან ბევრი მცდელობის შედეგად მიეცათ და ამ ცოდნას სათუთად უფრთხილდებოდნენ.

არავისთვისაა საიდუმლო ის, რომ ქართული მჭედლობა ჩვენს წინაპრებს ხელოვნების დონეზე ჰყავდათ აყვანილი. თქვენი აზრით, რა მდგომარეობაშია ქართული მჭედლობა?

– შემხვედრია ძველი ნიმუშები, რომლებსაც ძალიან მოვუხიბლივარ და მართლაც ხელოვნების ნიმუში შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა ქართველი კაცი ცივ იარაღს, პირველ რიგში, ფუნქციონალურ და პრაკტიკულ მოთხოვნებს უყენებდა, მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ექცეოდა ყურადღება ნივთის ესტეთიურ მხარესაც.

ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში ფუნქციონალური და პრაკტიკული ნიუანსები იყოს პირველ რიგში გათვალისწინებული.

გადატვირთული იარაღი ზედმეტად გაპრანჭულ მამაკაცს ჰგავს, სადა და მკაცრი იერი თუ დაკარგა იარაღმა სუვენირი და სათამაშო ხდება მყისიერად.

ეს არის ძირითადი პრინციპები რითაც ვხელმძღვანელობ იარაღის შექმნისას. სიტყვა “ხელოვნება” ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება ჩემს ნამუშევრებთან მიმართებაში.

იღებთ თუ არა შეკვეთებს და დაახლოებით რა ფასი დაუჯდება ხელით ნაჭედი დანების მოყვარულს ამ სიამოვნების ფლობა?

შეკვეთებს  ვიღებ.  ფასები 200$ ეკვივალენტიდან იწყება.

ბევრი მასალა თუ ინსტრუმენტი შემომაქვს უცხოეთიდან და ამიტომაც ფასი დოლარის ეკვივალენტებში მაქვს განსაზღვრული.

საქართველოს გარდა სხვა ქვეყანაში არის თუ არა თქვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?

– უცხოეთში წელიწადში 1 – 2-ჯერ გავდივარ საერთაშორისო ფესტივალებზე. იქ დამთვალიერებლებს შეუძლიათ ფესტივალის მონაწილეთა პროდუქციის შეძენა.ზოგჯერ მეც მეყიდება ნამუშევრები.

unnamed-2

რამდენად ხდება ქვეყანაში მჭედლობის პოპულარიზაცია? სახელმწიფოს მხრიდან არის თუ არა დაინტერესება?

დღითიდღე უფრო მიყვარდება ეს საქმე. ვფიქრობ პოპულარიზაციასაც საჭიროებს. ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად არის მიმზიდველი. შეკვეთები ყოველთვის არაა სტაბილური სამწუხაროდ. სპონსორების ძიება და “ვიღაცეებისგან” დახმარების თხოვნაც არაა ჩემი საქმე. ბევრმა არც იცის ჩემი სამჭედლოს არსებობა და ის, რომ ჩვენთან ქვეყანაში მსგავსი პროდუქცია მზადდება. ძალიან ბევრი ადამიანი სანადირო თუ სასაჩუქრე დანებს უცხოეთიდან იწერს და, როგორც წესი, ხარისხით უკმაყოფილო რჩება. თუ ეს ადამიანები გაიგებენ ჩემს შესახებ და ფოტოზე ნანახი ლამაზი ნივთის მაგივრად, მიეცემათ შესაძლებლობა, ადგილზევე ნახონ უკვე მზა ნაწარმი, შეამოწმონ მისი რეალური ხარისხი და თვისებები, ცუდი არ იქნებოდა.

შეიძლება ითქვას გადაშენების პირასაა ეს საქმე.

მე ჩემი მხრიდან ვცდილობ აქ ჩემს კვეყანაში დავიმკვოდრო თავი და შევინარჩუნო, ის, რაც ჩემამდე მოვიდა.

პოპულარიზაცია თითქმის არ ხდება. მე რასაც ვაკეთებ ჩემი სანაცნობო წრის დონეზე თუ ვრცელდება. ჩემს უცხოელ კოლეგებს კულტურის სამსახური უდგათ გვერდში, მათთან თანამშრომლობით კეთდება ფესტივალებიც, სხვადსხვა სასწავლო პროგრამამჭედლებს ისე ეპყრობიან როგორც უკანასკენელ მოჰიკანებს.

იღებთ თუ არა მონაწილეობას გამოფენებში?

– რამდენიმე წლით საქართველო დავტოვე უკრაინაში წავედი. იქაური ჩემი კოლეგები გავიცანი და შევუდექი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. ამაში ძალიან დამეხმარა მჭედელთა საერთაშორისო ფესტივალები, რომლებიც უკრაინაში წელიწადში 2-ჯერ იმართებოდა იმდროისთვის. ასეთ ფესტივალებზე გავიცანი უამრავ  კოლეგა, ვისწავლე მათგან ისეთი ნიუანსები რაც ჩემთვის  ახალი, უცხო იყო, მსგავს სიტუაციაში შენც უზიარებ ასევე შენს გამოცდილებასაც, ეცნობი ახალ მასალებს, რომელთანაც ჯერ არ გქონია შეხება, ახალ ინსტრუმენტს და ა.შ  მსგავს ფესტივალებში  ვმონაწილეობ რეგულარულად, ბოლო დროს ევროპელ კოლეგებთან უფრო ხშირად ჩავდივარ. ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებსაც გაცილებით დიდი  გამოცდილება აქვთ, ცნობადი სახეები არიან  ჩვენს წრეებში. მსგავსი ფესტივალები ღია ცის ქვეშ იმართება. მნახველებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ მჭედლების სამუშაო პროცესს და მონაწილეობაც კი მიიღონ მინიმალურად. ეს ყოველივე ამ საქმიანობის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.

არსებობს თუ არა ტრადიცია სამჭედლოში?

– სამჭედლოში არსებობს ასევე ტრადიცია, რომლის თანახმადაც მჭედელმა თავისი პირველი ნამუშევარი უნდა დაამტვრიოს. ამით თავს არიდებს მიჯაჭვულობას და თვითკმაყოფილების შეგრძნებას საკუთარი ნამუშევრებისადმი, რაც მისი შემოქმედებითი ზრდის საფუძველია. 3 წელი დავყავი ჩემს მასწავლებელთან. როდესაც ოსტატმა ჩათვალა, რომ გარკვეულ დონეს მივაღწიეთ, ძველი თაობა მოსწავლეებისა გაგვიშვა და ახალი მოსწავლეები აიყვანა, როგორც ადრე. ასე აღზარდა ჩვენმა მასწავლებელმა მჭედლების რამდენიმე თაობა.

14803061_1264462750252289_354323947_oმოგვიყევით თქვენს სმომავლო გეგმებზე?

– ბოლო დროს გამიჩნდა იდეა ქალბატონებისთვის ცალკე ხაზი განმევითარებინა, ოღონდ ეს ყოველივე ჩემს საქმიქნობისთანაც მინდოდა ყოფილიყო კავშირში. ერთხელ სრულიად შემთხვევით ჩემს ახლობელ გოგოს ვაჩვენე ჩემი დანები. მოეწონა და ეს რა ქვააო მკითხა. რქის მასალას ხშირად ვიყენებ ჩემი ნამუშევრების ტარებსა და სხვა ატრიბუტებში. რქა შესაბამისი დამუშავების შემდეგ ძალიან წააგავს სხვადასხვა ნახევრადძვირფას ქვებს. შეიძლება ითქვას უფრო მდიდარი ფერთა გამაც კი აქვს. მაშინ, პირველად გამიჩნდა იდეა სამკაული გამეკეთებინა ამ მასალისგან. ბეჭედი გავაკეთე და ვაჩუქე იმ გოგოს. ამის შემდეგ, გადავწყვიტე ნამუშევრების სერია გამეკეთებინა ამ მიმართულებით.  რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ამ ეტაპზე გეგმები არ მაქვს, ჩემი ცხოვრება ჯაზს გავს, ძირითად მოტივად ჩემი საქმე გასდევს, დანარჩენი აბსოლუტური იმოპროვიზაციაა.

მარიამ ფანჩულიძე

მარიამი

 

 

 

(Visited 911 times, 1 visits today)

კომენტარები