საცავები, სადაც ოქრო-ვერცხლია შენახული, დაზიანებული არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც საცავებია განთავსებული, სპეციალურმა ჯგუფმა შეამოწმა.

აბაშიძის განცხადებით, ელოდებიან ექსპერტთა მეორე ჯგუფს, რომელიც დაადგენს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შენობიდან ნივთების უსაფრთხოდ გამოტანა.

„შესული იყო ჯგუფი, რომელმაც დაათვალიერა ყველაზე ფასეული ოქრო-ვერცხლი. ჯგუფმა დაადასტურა, რომ სეიფები, სადაც ეს ნივთებია შენახული, არ არის დაზიანებული.ახლა შევა მეორე ჯგუფი და გადაწყდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოტანა“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

Please follow and like us: