„პასუხები როგორ ექნება, როდესაც მიწაში რომელიც 23 ათასი ღირდა, თბილისის ბიუჯეტმა მილიონი გადაიხადა. კანონში პირდაპირ წერია, რომ 1/5–ის მოთხოვნით ის ვალდებულია გამოცხადდეს საკრებულოში“. „ნაზღაიძის საქმეზე“, მერიას, საკრებულოსა და მოსამართლეს შორის დადებული შესაძლოკორუფციული გარიგების დეტალებზე, პარტია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ , „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„დღეს ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტაცია წარვუდგინეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთელი ჯაჭვი მოვყევით, თუ როგორ ხდებოდა ეს კორუფციული გარიგება მერიას, საკრებულოსა და ნაზღაიძეს შორის. ნაზღაიძემ მიწა 2012 წელს შეიძინა და ის იპოთეკით იყო დატვირთული. მან წლების მანძილზე ვალდებულება ვერ გადაიხადა და 2015 წლისთვის, ნაზღაიძე აღარ იყო მესაკუთრე. როდესაც მოხდა სტიქია, ნაზღაიძე აღარ იყო ამ მიწის მესაკუთრე.
სტიქიის შემდეგ საკრებულომ ზარალი აუნაზღაურადა დაეხმარა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდა საცხოვრებელი სახლი. წელიწადნახევრის განმავლობაში საკრებულოსთვის არავის მოუმართავს. 2016 წლის ნოემბერში ნაზღაიძე მიდის ბანკში და დებს შეთანხმებას იმ პირობით,რომ ზუსტად ერთ თვეში გაისტუმრებს პროცენტებს და მიწის საფასურს. ის დებს ისეთ ხელშეკრულებას, რომ მას უკვე ჯიბეში ჰყავს როგორც მერია, ასევე საკრებულო.
23 დეკემბერს მტკიცდება განკარგულება, 29–ში გადაურიცხეს თანხა, გაისტუმრა ბანკის ვალი, 129 ათასი, თბილისის ბიუჯეტმა გაისტუმრა არა მხოლოდ მიწის საფასური, არამედ მოსამართლის მიერ ბანკში დაგროვებული ვალი. დედაქალაქის მერიამ პირადად მას გადაუხადა 250 ათასი და გადასცა 5 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი. საქმე გვაქვს პირდაპირ კორუფციულ გარიგებასთან,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მანანა ღოღობერიძე