„ჩვენ ძალიან მალე ველოდებით 50 მლნ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარების ჩარიცხვას მსოფლიო ბანკისგან. ამავე დროს აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტიდან ზაფხულის მეორე ნახევარშიც ამდენივეს მიღებაა განსაზღვრული“ – დიმიტრი ქუმსიშვილი.
პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის დროსაც საქართველოს მაკროეკონომიკურ საკითხებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ შეხვედრებს მართავს როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ისე კერძო ინვესტორებთან.
იხილეთ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის კომენტარი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით.