“თუ კონსტიტუციას სრულად ხარ დაუფლებული, ადამიანებს უჩნდებათ განცდა,რომ ისინი სრულფასოვნად დაეუფლნენ სახელმწიფოს. ეს იგივეა,რომ საწარმოში საკონტროლო პაკეტი გაქვს ან არ გაქვს”. კონსტიტუციის ახალი პროექტის და საკონსტიტუციო უმრავლესობის უარყოფით მხარეებზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “პოლიტმეტრის” ეთერში ისაუბრა.

“თავად კონსტიტუცია არის შემაშფოთებელი ტენდენციის შედეგი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით. მათ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა ხელს უშლიდათ. ამის გამოძახილი იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე მათი სტრატეგია, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსი ხელისუფლებაში ყოფნისას. როგორმე თავი დაიცვან ისეთი პრობლემის გამომჟღავნებისგან,რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს უარყოფითი მეტასტაზები. მსგავსი ტენდენცია იყო ფარცხალაძის საქმისას. ვხედავთ სიმპტომებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი თავს აღიქვამს სახელმწიფოსთვის დაპატრონებულს და ავიწყდება, რმ დროებით აირჩიეს ქვეყნის სამართავად.

ეს არ არის ახალი მოვლენა ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში, ამ პრობლემას მინიმუმ მეოთხედ შევეჯახეთ. ყველა ხელისუფლებამ, რომელიც მოვიდა თავისუფალი საქართველოს ისტორიაში, დაიწყო ბრძოლა ზედმეტ დემოკრატიასთან და საკუთარი წარუმატებლობა დაუკავშირა არა სისუსტეს ან არაკომპეტენტურობას, არამედ იმას, რომ სხვა უშლის ამაში ხელს” , – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*