ეს რჩევები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც პაკეტის ჩაის მიირთმევს. ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას. მათ მეორედ გამოყენებას სასარგებლოდ შეძლებთ.

1. შეშუპების მოსახსნელად

თუ ახალგაღვიძებულს თვალები გიშუპდებათ, ჩაის პაკეტი მაცივარში გააცივეთ (წინა დღესაც შეგიძლიათ) და 5 წუთით თვალებზე დაიდეთ. შეშუპება გაივლის, თვალს დასვენებული იერი ექნება.

2. უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ

სამზარეულოსა და მაცივარში ცუდი სუნის გასაქრობად გამოყენებული ჩაის პაკეტი ფიალაზე დადეთ და თაროზე შემოდეთ.

3. კანის დასამშვიდებლად

თუ ხელოვნური სამოსისგან კანზე გამოგაყარათ, რამდენიმე ჩაის პაკეტი მოათავსეთ წყალში და მიიღეთ თბილი აბაზანა. გაღიზიანება გაგივლით.

4. პარკეტის გასაახლებლად

იატაკის მოსაწმენდ წყალში ჩაუშვით ჩაის რამდენიმე პაკეტი, ჩვარი კარგად გაწურეთ და მოწმინდეთ იატაკი. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

5. სილურჯის გასაქრობად

დაზიანებულ, დალურჯებულ ადგილზე 20 წუთით დაიდეთ ჩაის პაკეტი, კომპრესი გაიკეთეთ დღეში 1-2-ჯერ და ჰემატომა გაგივლით.

6. ხორცის მარინადი

მცირე წყალში მოადუღეთ პაკეტის ჩაი, დაუმატეთ თქვენი საყვარელი სანელებლები და დაამარინადეთ ხორცი. კიდევ ერთი რჩევა: ხორცის მოხარშვის დროს ქვაბში ჩადეთ ჩაის პაკეტი. ხორცი გემრიელი, წვნიანი და არომატული გამოვა.

7. ჭუჭყიანი ჭურჭლის გასარეცხად

თუ ჭურჭლის სარეცხი საშუალება გაგითავდათ, 2-3 პაკეტი წამოადუღეთ, თბილ წყალში ჩააწყვეთ ცხიმიანი ჭურჭელი და ცოტა ხანში ღრუბლით გარეცხეთ. ცხიმი გაქრება.

8. კბილის ტკივილის დროს

სანამ ექიმთან მიხვალთ, ჩაის თბილი პაკეტი მტკივან კბილზე მიიდეთ. ტკივილი დაგიამდებათ.

9. ნიადაგის გასანოყიერებლად

ჩაი ბუნებრივი საკვებია ქოთნის ყვავილებისთვის. გამოყენების შემდეგ პარკის შიგთავსი ჩაყარეთ ქოთანში და მიწა კარგად გააფხვიერეთ.

10. მავნებლების წინააღმდეგ

თუ აგარაკზე ყვავილები გაახარეთ, მავნებლებს ჩაის პაკეტით შეებრძოლებით. რამდენიმე პაკეტს თავი მოაჭერით და მიწაში, ყვავილების ახლოს ჩარგეთ. 5-6 თვე მშვიდად იქნებით.

წყარო: marao.ge

(Visited 68 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*