ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი პროდუქტი გაიყიდება. გემოვანი ვაშლის ძმარი, რომელიცმზეთამზესბრენდის ქვეშ იწარმოება, სარეალიზაციო ქსელში  უკვე გამოჩნდა.

ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, არეგულირებს ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს.

თეთრი ღვინის ძმარს ბევრი უკუჩვენება აქვს, აი, ვაშლის ძმარი კი შეიცავს ნატურალურ ვაშლის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ვაშლის ძმარი უებარი წამალია მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

თბილისი თაიმსთანსაუბრისას  ”ქართული ხორბლის პურიმზეთამზესდამფუძნებელი ირაკლი ჩავლეშვილი კომპანიის მიზნებსა და სამომავალო გეგმებზე საუბრობს.

ცოტა ხნის წინ დავუკავშირდით რაჭაში მცხოვრებ პაპუნა სირბილაძეს. ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის, თუ როგორ მზადდება ქართული, ტრადიციული მეთოდით ვაშლის ძმარი. მოვაგროვეთ, ადგილობრივი ჯიშის ვაშლები, რომლებიც თითქმის არ იკრიფება, თუმცა უნიკალური და გამორეულია გემოთი და თვისებებითქართული ტრადიციული მეთოდებით, ქვევრში დამზადდა ვაშლის ძმარი. ეს არის აბსოლუტურად სუფთა პროდუქტი.“

გარდა უნიკალური თვისებების მქონე ვაშლის ძმრის წარმოებისა, კომპანია ტრადიციული მეთოდი აწარმოებს ქართული ენდემური ხორბლისგან დამზადებულ პურს, უმახლესი ხარისხის გურული ჩაის.

უახლოეს მომავალში კომპანია ლორის წარმოებას გეგმავას. საცდელიმა პარტიამ წარმატებით ჩაიარა და მალე გემოვანი ლორი – მზეთამზე  ქართულ ბაზარზე გამოჩნდება. ირაკლი ჩავლეშვილის თქმით, ლორის დამზადება მოხდება  ტყეში გაზრდილი კახური ტყის ჯიშის ღორის ხორცით.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კომპანიის  მთავარი მიზანი  ქართული პროდუქტების წარმოება და ერთ გაერთიანებაა.

ვაშლის ძმრის შეძენა შესაძლებელია ვაკის  და საბურთალოს „სმარტში“, ასევე საბურთალოსა და დიდი დიღმის „გუდვილში“.

მარიამ ლეკიაშვილი

 

(Visited 314 times, 1 visits today)

კომენტარები