ამ სეზონზე ევერესტის დალაშქვრის მსურველთათვის არსებული ტურები უკვე დაიხურა. გაზაფხულზე ძირითადად აპრილის თვიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ყოველწლიურად პროფესიონალი ალპინისტები მოყვარულ ალპინისტებს დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალის დალაშქვრის შესაძლებლობას აძლევენ.

ტური ძირითადად ორთვიანია, ჯგუფი 4-8 კაცისგან შედგება და 2017 წლის აპრილი-ივნისის ტურების ღირებულება  65 ათას დოლარს შეადგენდა.

ექსპედიცია ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, პირველი ესაა აკლიმატიზაციის პროცესი და ბანაკის გაშლა. ევერესტის დაპყრობა მსურველებს მარტოც შეუძლიათ. ბუნებრივია, ეს უფრო ნაკლები ჯდება,თუმცა მოითხოვს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებას. ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ნეპალის მთავრობის ნებართვა,რომელიც 10 ათასი დოლარი ღირს. მოყვარული ალპინისტების უმრავლესობა მაინც ჯგუფურ ექსპედიციებს ანიჭებს უპირატესობას, მიუხედავად მაღალი გადასახადისა, უსაფრთხოება დალაშქვრის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია და ისინიც გამოცდილ ადამიანებს ანდობეთ თავიანთ სიცოცხლეს. ექსპედიციაში მინიმუმ ორი გამოცდილი ალპინისტი და ერთი მზარეულია.

ექსპედიციის დაწყებამდე წევრებს ეძლევად გეგმა,სადაც გაწერილია ყოველდღიურად მათი მარშტრუტი, გადაადგილების დრო, ლოკაციები, მეცადინეობები, ვარჯიში და ა.შ. მწვერვალის დალაშქვრა ძირითადად, 39-ე დღიდან 45-ე დღემდე შუალედში ხდება.

მიუხედავად იმისა,რომ ევერესტის დალაშქვრა რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს, მისი დაპყრობის მსურველთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. 2012 წელს გერმანელმა ალპინისტმა რალფ დუიმოვიცმა გადაიღო ფოტო,რომელზეც ასახული იყო რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი რიგი. ერთ დღეს ყველაზე მეტი 234 ადამიანი ავიდა ევერესტის მწვერვალზე.

ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს, სამხრეთი კალთაზე ექსპედიციები არ ტარდება, კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ექსპედიციის წევრები ყველაზე დიდხანს „სასიკვდილო ზონაში“ შესასვლელად ემზადებიან. ამ ტერიტორიაზე გაჩერება მხოლოდ 48 საათი შეიძლება. მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობაა, ასეთ დროს ორგანიზმი ჟანგბადს იმაზე სწრაფად მოიხმარს, ვიდრე ფიზიკურად ჩასუნთქვას მოასწრებს.

ექსპედიციის წევრებმა ისიც კარგად იციან,რომ ევერესტის ძირში და მარშრუტის შუა ზოლამდე ტემპერატურა -30 გრადუსამდე აღწევს, ქარის სიჩქარე კი 100კმ/სთ-ია. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, მათ მწვერვალამდე ზოგიერთ მონაკვეთზე -73 გრადუსი და ქარის 200-300კმ/სთ სიჩქარე ელით.

ზოგიერთი მათგანისთვის ქარი და ტემპერატურა შესაძლოა დაბრკოლებას არც წარმოადგენდეს, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეს ისიც,რომ ევერესტზე ე.წ „ჰიმალაის ობობები“ ბინადრობენ. მათ მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადგილებში მცხოვრებ არსებებად თვლიან, იმალებიან ბზარებში და იკვებებიან ყველაფრით,რასაც მათ საცხოვრისამდე მიღწევა შეუძლია. ისინი 7000 მეტრ სიმაღლეზე ცხოვრობენ, საინტერესოა ისიც რომ 1924 წელს ამ სიმაღლეზე კალიის უცნობი სახეობაც აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, საინტერესოა ისიც რომ ყველაფერ ამათთან ერთად, ექსპედიციის წევრებს ნაგავიც კი ხვდებათ მწვერვალამდე მისასვლელ გზაზე. ეს კი ხშირად მნიშვნელოვანი დაბრკოლება გამხდარა მწვერვალზე ასვლის დროს. სხვადასხვა შეფასებებით, ევერესტზე დაახლოებით 50 ტონა სხვადასხვა წარმომავლობის ნაგავია. მათ შორისაა, გამოყენებული ჟანგბადის ბალონები, ალპინისტური მოწყობილობები  და ა.შ. 2008 წლიდან მთაზე ყოველწლიურად ეკოლოგიური ექსპედიციის წევრები ადიან,მთავრობასაც აქვს გარკვეული ინიციატივები,რომელთა თანახმადაც, ყველა ალპინისტმა მთიდან ჩამოსვლისას თან უნდა ჩამოიტანოს არანაკლებ 8 კილოგრამი ნარჩენი.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც,რომ გზადაგზა შესაძლოა დაღუპული მთასვლელების სხეულებიც შეგხვდეთ. მიზეზი ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სიძნელეებია. მათი უმეტესობა დღესდღეობით ორიენტირის სახით გამოიყენება.

ნათია კეკენაძე

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*