“თუ ეს სისტემა გავიდა, ყველა მომდევნო არჩევნები იქნება დესტაბილიზაციის სერიოზული წყარო. მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიები  მუდმივად გააპროტესტებენ იმას, რომ პირველმა პარტიამ გაუგონარი ბონუსის გამო დააკომპლექტა მთავრობა. მუდმივი პოლიტიკური კრიზისი გვექნება”. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “შაბათის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“კომისიის დასკვნის დოკუმენტი ჩვენით მოვიძიეთ. ის არავინ გაგვიზიარა და გვაჩვენა. მიგვაჩნია,რომ ვენეციის კომისიამ თქვა ზუსტად ის, რასაც ვამბობდით ჩვენ, “ევროპული საქართველო და რაც გვითხრა დაახლოებით 100 ათასმა მოსახლემ პლებისციტისას. მარტივი ჭეშმარიტებაა, ყველა თანხმდება იმაზე,რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და პრეზიდენტი უნდა იყოს არჩევითი.ნებისმიერი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ჩვენც და სხვა პოლიტიკურმა პარტიამაც,რომ ეს კონსტიტუცია არ მივაღებინოთ იმ ფორმით, როგორიც არის წარმოდგენილი”.

სერგი კაპანაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ ისინი უკანონოდ დაიჭირეს, ხელისუფლება კი არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.

” “ქართული ოცნების” დამოკიდებულება ვენეციის კომისიის დასკვნის მიმართ, არის ზუსტად ისეთივე,როგორიც არის დამოკიდებულება ორი ახალგაზრდა ბიჭის მიმართ, რომლებიც დაიჭირეს. ისინი სრულიად უკანონოდ არიან ციხეში და ჯეჯელავა ამბობს,რომ მათმა შემოქმედებამ ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს. ხელისუფლება მოწყვეტილია რეალობას. ჰგონიათ,რომ მარტო ერთმანეთს, ან ერთ ადამიანს უნდა ესაუბრონ. პრემიერმინისტრმა გაუგებარი განცხადებები გააკეთა, არც მწვადი დაწვა და არც შამფური” , – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*