29 ივნისს, 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნინო წერეთლის 60-მდე ნამუშევარი – ქანდაკებები, გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური კოსტიუმების ესკიზები და მოქანდაკის პირადი ნივთები.

1920-იანების საქართველოში ქალი მოქანდაკის გამოჩენა ერთგვარ რევოლუციას წარმოადგენდა. ნინო წერეთლის მკვეთრი ინდივიდუალიზმი და გაბედულობა ეპოქის სტერეოტიპებს არღვევდა. იგი თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებლის, იაკობ ნიკოლაძის გამორჩეული მოსწავლე იყო. სწორედ ამიტომ, მოქანდაკე არ აჰყვა იმ დროს მოდად ქცეულ ესთეტიკურფორმალისტურ მიმდინარეობას.

ნინო წერეთელი ფსიქოლოგიური პორტრეტის დიდოსტატიამისთვის ადამიანის გარეგნობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატურა და სულიერი სამყარო. მისი ნამუშევრები საოცარი ინტიმურობითა და ლირიკულობით გამოირჩევა. მოქანდაკე არ იშურებს კომპოზიციურ და გამომსახველობით საშუალებებს, რათა ზედმიწევნით გადმოსცეს მათი ინდივიდუალიზმი.

პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის გამოფენა 29 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1

 

 

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები