• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორია კულტურის სამინისტროს გეგმები და პროექტები?!

10 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შესაძლოა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს  თვალს უფრო მეტი ადამიანი ადევნებს, მაგრამ ჩვენი კულტურა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებიც არანაკლებ საგულისხმოა და მნიშვნელოვანი, „თბილისი თაიმსი“ კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. გაეცანით 2017 წელს სამინისტროს  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს და პრიორიტეტებს.

კულტურის სამინისტრო და გეგმები, როგორია პრიორიტეტები…. წლევანდელი ბიუჯეტი როგორ განისაზღვრა?

– საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და მათ ფარგლებში განხორციელებული პროგრამები და ქვეპროგრამები განსაზღვრულია „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო  ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის საფუძველზე.

ზაფხულის სეზონისთვის რაიმე მასშტაბური კულტურული ღონისძიებები ან პროექტები ხომ არ იგეგმება?

– საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ყოველწლიურად არაერთი კულტურული ღონისძიება ტარდება  და კვლავაც ჩატარდება.

გაირკვა, რომ პროექტ „Check-in Georgia“-ს კულტურის სამინისტრო აღარ აფინანსებს, რა არის ამის მიზეზი?

– პროექტ „Check-in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი 2016 წლის კულტურული ღონისძიებების ორგანიზება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განახორციელა. (პროექტის ორგანიზატორი-სსიპ „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“)

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა, „კინო სკოლაში“, 2016 წელს ევროკავშირის პროგრამის „Creative Europes“-ს დაფინანსება მიიღო და ამ პროექტის ფარგლებში უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები წელსაც გრძელდება. მოგვიყევით პროექტის შესახებ. რას მოიცავს, მისი განხორციელების მიზანი რა არის და მოლოდინი რამდენად გაამართლა?

 – პროექტი „კინო სკოლაში“  საქართველოს მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას, ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას, ასევე,  ახლა თაობაში კინოს სფეროში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 2016 წლის  სეზონის ფარგლებში, კინოჩვენებებს სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებოდნენ, დისკუსიებს მართავდნენ,  მოკლემეტრაჟიან სასწავლო ფილმებს იღებდნენ.

„კინო სკოლაში“ 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 40 სკოლას მოიცავდა, ამჟამად კი, პროექტში 168 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული. მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიანი სოფლები. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახლორციელებს, ხოლო ორგანიზატორი სსიპ „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრია“. 2016 წელს პროექტმა „კინო სკოლაში“ ევროკავშირის პროექტის „Creative Europes“-ს დაფინანსება მიიღო და მისი პარტნიორები ბრიტანული ორგანიზაცია „FILM LITERACY EUROPE LIMITED“ და ლიტვისა და ლატვიის კინოცენტრები გახდნენ. პარტნიორებთან თანამშრობლობის შედეგად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება,  ქართული და უცხოური ფილმების ვებ პროტალის შექმნა და მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.  

 ეთნიკური უცირესობების წარმომადგენლებისთვის რაიმე სახის კულტურული ღონისძიებები თუ იმართება და რამდენად ხშირად?

– სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რეგიონის მოსახელობისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ეთნიკური უცმირესობის წარმომადგენელი პირებისთვის სამინისტრო ყოველწლიურად არაერთი კულტურუული ღიონისძიებისა და პროექტის გამართვას უწყობს ხელს. ეთნიკურ უმცირესობათათვის ქვეყნის განვითარების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის  უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში(ახალციხე, ახლაქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, ერგნეთი) გამართულ 100-მდე ღონისძიებასა და პროექტს შეუწყო ხელი. აღნიშნული ხელშეწყობის ფარგლებში გამოიცა-სომეხი, აზერბაიჯანელი ებრაელი და  ოსი მწერლების ნაწარმოებები, გაზეთები რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. გაიმართა  ფოლკლორული, კლასიკური და ჯაზის მუსიკის ფესტივალები, დაიდგა სპექტაკლები, გამოიცა ალბომები, მოეწყო საღამოები, კონცერტები, გამოფენები. ეროვნული კერძების ფესტივალის თანხლებიით ნაქსოვი აზერბაიჯანული ხალიჩებისა და გობელინის ტრადიციის შენარჩუნებას შეეწყო ხელი.

ღონისძეიებების რაოდენობა წლიდან წლამდე  მზარდია და მათ შორის ისეთი ერთობლივი პროექტების, რომელთა განხორციელებაში როგორც ქართველნი, ისე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. პანკისში სამინისტროს ხელშეწყობით 10 ღონისძიება გაიმართა, რომლებიც თბილისიდან თეატრალური კოლექტივების  გასტროლებსა და კინოჩვენებებს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით 2012-2016 წლებში 8 პროექტი განხორციელდა.  მათ შორის ქ.თბილისის სურბნიშანის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მესამე ეტაპი), შეიქმნა ნოშრევანის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი, ახალციხის რაბათის კომპლექსში წყვილი აბანოს საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ესკიზური პროექტი, თბილისში შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო მუზეუმში „ღია ცის ქვეშ“ ოსური კარმიდამოს რეაბილიტაცია განხორციელდა. წალკის მუნიციპალიტეტში ლუთერანული ეკლესიის მცირე რეაბილიტაციის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი სასაფლაოებზე არსებული მავზოლეუმების რეაბილიტაციის პროექტები მომზადდა.

კულტურული პროექტებისა თუ ღონისძიებების ჩატარების მხრივ, რეგიონებში რა მდგომარეობაა, სამინისტროს რა გეგმები აქვს?

 – სამინისტროს პრიორიტეტს რეგიონებში კულტურის მხარდაჭერა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე  წარმოჩენა, ასევე რეგიონებში თანამედროვე მიმართულებების ინტეგრაცია და განვითარება წარმოადგენს.

2016 წელს რეგიონებში განხორციელებულ პროექტთაგან აღსანიშნავია: ფესტივალი „არტ გენი“, საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, კავკაზ ჯაზ ფესტივალი, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, ფესტივალი „ღამის სერენადები“, ვახტანგ კიკაბიძის საიუბილეო კონცერტი ბათუმში, საქართველოს სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა რეგიონალური  კონკურსი, ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი, ტრადიციული მუსიკის შემოქმედებით-საგანამანათლებლო  ტურები საქართველოს რეგიონებში და სხვ.

ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებში, ასევე რეგიონებში კულტურის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას  კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია  2025“ ითვალისწინებს ,  რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გათავისუფლდა

12 years ago
ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა 

ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა 

5 years ago
ძალადობა, პროსტიტუცია, რეკეტი, შანტაჟი და დაკავებული ცნობილი რეპერი Puff Daddy – უპრეცედენტო სკანდალი ჰოლივუდში

ძალადობა, პროსტიტუცია, რეკეტი, შანტაჟი და დაკავებული ცნობილი რეპერი Puff Daddy – უპრეცედენტო სკანდალი ჰოლივუდში

2 years ago
საქართველო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა

საქართველო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა

12 years ago

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს. „რადგან ეს...

მეტის ნახვაDetails
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by