29-30 ივნისს (კოპალა წყნეთში), სამხრეთ კავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართა. მედიაფორუმში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის წამყვანი გამოცემების რედაქტორები, ჟურნალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ფორუმი გახსნა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოიმ. მედია კონფერენციას ასევე ესწრებოდა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი.
ფორუმზე მედიაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. გაიმართა დისკუსია, სადაც ინფორმაციების და პოზიციების გაცვლა მოხდა. კონფერენციაზე ასევე ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე იმსჯელეს.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველის მიხეილ შვიდკოის, თქმით, შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და პრემიერ კვირიკაშვილის მრჩეველთანაც ექნება.
ფორუმის დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.