ქართული ელიტის პოეტები – “წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – “ივერია” – პროექტი – მსახურებისთვის და არა კონკურსისთვის პროექტი ხორციელდება 2013 წლის 28 ნომებრიდან ხორციელდება და მეოთხე წელიწადს ითვლის. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით.

„პროექტის შინაარსი შემდეგია და მნიშვნელოვანი – ქართული პროზა-პოეზიის, ხატწერის, ხატვის და ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია. პროექტში ყოველთვე მონაწილეობს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი (ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) და ერთი მსჯავრდებული – პატიმარი, რომლის შემოქმედებაც გამოგვაქვს პენიტენციალური დაწესებულებიდან და ვკითხულობთ მის შემოქმედებას. ასევე ჩართული არიან სასულეირო პირები და სხვა ათამდე პოეტი.

აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებს და უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანების (ე.წ. შშმპ) და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-ადაპტაციას საზოგადოებაში, მათ გაცნობას და ცხოვრების შემდგომ მოტივაციას, ქვეყნის სასარგებლოდ, მათი სოციალური პრობლემების მოგვარებას სხვა ცნობილი მწერლების, ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით.

ყოველ საღამოს ალამაზებს ხატმწერების, მხატვრების, ფოტოხელოვანების შემოქმედების გამოფენა, ხშირად გვსტუმრობენ და მონაწილეობენ ქართული ფოლკლორის თანამედროვე წარმომადგენლები. შემოსული მასალები – შემოქმედება, იბეჭდება ჟურნალ “ქართულ ელიტაში” და “განსაკუთრებულ ჟურნალში”, შემდეგ კი გამარჯვებულთა ანუ პრემიის ლაურეატების შემოქმედება იკინძება წიგნებად, ავტორთა ბიოგრაფიებთან ერთად.

პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აღადგინა ხალხოსნობა, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის სურვილი გახლდათ. პროექტის ფარგლებში მოვიარეთ საქართველოს სხვადასხვა მხარე: თუშეთი, ყვარელი, საგარეჯო, გურჯაანი – კაჭრეთი, ხობი, გარდაბანი, მცხეთა, ქუთაისი, საგურამო, თბილისი, გორი, საჩხერე, ქუთაისი და სხვა.

პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნში შედის მონაწილეთა სრული სია და მხოლოდ პრემიის ლაურეატები – და რაც მთავარია, მონაწილე ყველა ე.წ. შშმ პირის შემოქმედება. ასევე უმნიშვნელოვანესი ჯილდო გადაეცემა პრემიის ლაურეატს – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ორდენი. სულ, ერთი წლის მანძილზე, მონაწილეობს 12 ხატმწერი, 12 მხატვარი, 12 ფოტოხელოვანი, 100-ზე მეტი მწერალი.

ამ ხნის განმავლობაში მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დავრგეთ ხის ნერგები – ბზები, 300-ზე მეტი ძირი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და წმინდა ილია მართლის ბაღები ვუწოდეთ. ამავე პერიოდში 3000-ზე მეტი წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხატი გავავრცელეთ.
წელიწადი მეოთხის ღონისძიება გაიმართება 2017 წლის 7 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს ანდრიაპირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება და ამ უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, შემთხვევით ვისარგებლებ და, მადლობას გადავუხდი მის რექტორს, ბატონ სერგო ვარდოსანიძეს.

წლევანდელი წელი განსხვავებული იქნება იმითაც, რომ პროექტში ჩაერთვებიან საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები და მეტად საინტერესო, მდიდარი და დემოკრატიული იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობას, დემოკრატიისკენ სწრაფვას და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ-ქრისტიანობას გაუსვამს ხაზს. საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათ ნებისმიერ სფეროში ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა პრემიისა და პროექტის დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მონაწილეები: ნანა ყალიჩავა, ეკატერინე ქაჯაია, ლია ბეჟანიშვილი – საბავშვო პოეტი, ლაშა აკოფაშვილი, იდა ოცხელი, ლალი ხვედელიანი, ეხტირამ ალიევი, თამარ მამლიკიძე – მხატვარი, ზაზა სუყაშვილი, ნინო ჯაჯანიძე, ლუსინე ვანოიანი. ასევე საკუთარ შემოქმედებას წაიკითხავენ გასული წლების პრემიის ლაურეატები: თინათინ მღვდლიაშვილი, ლამზირა შეყილაძე, ნინი ბუზარიაშვილი, მაია ხოფერია, ეკატერინე გაბედავა და სხვა საინტერესო ავტორები.

(Visited 90 times, 1 visits today)

კომენტარები