ავღანეთში, ქალაქ ჰერათში მდებარე მეჩეთში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული, 20-ზე მეტი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აფეთქება საღამოს ლოცვის დროს მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არაბული მედია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ჰერათი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნევა, რომელიც ირანს ესაზღვრება. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*