საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ქრონიკასთან” ინტერვიუში ხელისუფლების სხვა შტოებთან დაპირისპირების შესახებ ლაპარაკობს და ამბობს, რომ დიდი ხანია ამ დაპირისპირებისთვის წერილის დასმას და საქმიან დიალოგზე გადასვლას ცდილობს.

“ამ აბსურდს, რომ მნახეს სტამბოლში, რომ მარგველაშვილი შეკრულია სააკაშვილთან ოთხი წელია ვუსმენ. იცით რატომ არ ვპასუხობ? მგონია რომ ეს არის ერთიანი მდარე პროპაგანდის ნაწილი.

თავიანთ სიაში ჩაიხედონ და ნახონ, ვისთან დაახლოვდა ქართული ოცნება, როცა ჩემსა და ნაციონალური მოძრაობის კავშირზე საუბრობენ.

სულ მინდა, რომ ეს თემა წაიშალოს და გადავიდეთ იმ ღირებულებების შესახებ საუბარზე, რომელსაც 2012 წელს ვიზიარებდი. მოქალაქეს აინტერესებს დასაქმება, ინფლაცია, კრედიტი და არ აინტერესებს რა უთხრა ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

დაახლოებით ერთი კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივი განცხადება  გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უზრდელი უწოდა.

(Visited 45 times, 1 visits today)

კომენტარები