1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

იუბილე და სოლოკონცერტი ერთად –  21 აგვისტოს, Checkin Georgia- ფარგლებში Black Sea Arena- ნინო ქათამაძეს უმასპინძლა.

მომღერლის 45 წლის იუბილე 6 000-იანმა აუდიტორიამ და უამრავმა ხელოვანმა აღნიშნა.  ნინო ქათამაძემ ჯგუფ „Insight-თან” ერთად სცენაზე მსმენელის წინაშე სრულიად ახალ პროექტი წარადგინა. ,,Happy Birthday-ზე” მომღერალს აკომპანირებას ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უწევდა, აგრეთვე,  სამების საპატრიარქოს გუნდი და ჯგუფი ,,Quintessence-ი“.

მომღერალმა სხვადასხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი კომპოზიცია  შეასრულა, იმღერა მსმენელებთან ერთადაც – რამდენიმეჯერ აუდიტორიას შეუერთდა და პირადი მოლოცვებიც მიიღო.

იუბილარს სცენაზე უზარმაზარი – 7-სართულიანი ტორტიც მოართვეს.

კონცერტის ბოლოს ჯგუფისა და მომღერლის პირველი კლიპის პრეზენტაციაც შედგა.

ნატალია ჯალაღონია

 

(Visited 62 times, 1 visits today)

კომენტარები