„ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში, საზოგადოების ცნობილი სახეები კულტურის პრობლემებზე საუბრობენ. „გვაქვს უნიკალური მემკვიდრეობა, მუსიკალური ფოლკლორი და მისი უნიკალურობა წინაპრებმა შექმნეს. ხშირად ამ ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ, კბილები არ აქვთ და ვეღარ მღერიან“ , – აღნიშნა ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა
„როგორც ამომრჩეველი, მნიშვნელოვანია,რომ ხალხი შეეჩვია, პოლიტიკოსები დაპირებებს იგონებენ, „ისვრიან“. რაც დრო გადის, უფრო და უფრო აბსურდული დაპირებები გვესმის, არავინ ამბობს, თუ ამას ვერ შეასრულებს, რა იქნება შემდეგ, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას თავის თავზე. ნელნელა ვიზრდებით, უნდა ვისწავლოთ, რომ ნებისმიერ ხელისუფალს, თუ დაპირებას ვერ შეასრულებს, შეეძლოს გადაიხადოს პოლიტიკური ფასი.
ამ მიმართულებით სერიოზულად უნდა ვიფიქროთ.6-7 კილომეტრს ფეხით გადიან,რომ შეიკრიბონ და იმღერონ. სახელმწიფო კი მათ 70 ლარს უხდის ეს ამ პრემიების და დანამატების ფონზე. კულტურის მხარდაჭერის პროგრამა არსებობდა, 3 მილიონიანი და აღარ არსებობს“ , – განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.
„საქართველოში არ არსებობს დაბრახუნებითი ბრძანება, რომ მივხედოთ ქართულ კულტურას. თუმცა, იან გილანმა მითხრა პირადად, ეს რა სიმღერები გაქვთო“ , – აღნიშნა ნუცა ჯანელიძემ.
მანანა ღოღობერიძე