„ახალი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკის და სამართლებრივი მიმართულების გამიჯვნა ვერ მოხერდა, არა იმიტომ,რომ მერაბიშვილი ვინმეს პოლიტმატიმრად მიაჩნია. დანაშაულს არ აუქმებს, რომ მისი პატიმრობისას ვიღაცამ დაუფიქრებლად დარღვევა ჩაიდინა“ , – ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „პირველების“ ეთერში ისაუბრა.
„თავიდანვე არასწორად წავიდა პროცესი და ფარსად იქცა.კოლექტიური მურუსიძის სისტემა გადმობარგდა „ქართულ ოცნებაში“ და მისი პარტნიორი გახდა. წინა ხელისუფლების დროს თუ დანაშაული იყო სისტემური, უნდა დაგვესაჯა სისტემა პოლიტიკურად. მხოლოდ მიშა და ვანო არ ანგრევდნენ ამ ქვეყანას. სააკაშვილის, უგულავას, მერაბიშვილის საქმეები იყო სამართლებრივად გაუმართავი, რადგან სისტემის მხრიდნ მიდის საბოტაჟი. ვინც ამ საქმეებს იძიებს, ამ დანაშაულების თანამონაწილეები იყვნენ. დამნაშავეებთან გარიგებაში შევიდა ხელისუფლება.
სისტემურ დანაშაულს არ ჩადიოდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, ვინც პირობითად მიშას შეაგინებს, ისევ პოლიტიკაშია. ურჩხულმა „ქართული ოცნება“ ისევ აიყვანა მძევლად. მურუსიძე როგორც შემსრულებელი, ბევრად სასტიკია ვიდრე სააკაშვილი. მერაბიშვილს თუ გამოუშვებენ ის განცდა კი არ იქნება, რომ პოლიტმატიმარი გამოუშვეს. 2012 წელს არჩევნები კიარ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, ხალხმა გამოუტანა ვერდიქტი წინა ხელისუფლებას. სისტემა რადგან არ გასამართლდა, უგულავა დღეს პოლიტიკური ლიდერია, დღეს თუ ხვალ მერაბიშვილიც გამოვა და გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სააკაშვილი იყო დამნაშავე. ამ ფარსის ავტორი არის „ქართული ოცნების“ უსუსურობა. მათ არ ეყოთ ძალა,რომ ქვეყანა ემართათ“ , – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე