„ყოველთვის გაკვირვებული ვრჩები,როდესაც ვიგებ,რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეები კარგად ერკვევიან ნატო-ს საკითხებით, მე ვყოფილვარ რესტორანში,სადაც მიმტანთან მისაუბრია ნატო-სთან ურთიერთობის საკითხებზე და უკითხავს,როდის მოგვცემთ „მაპს““ , – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა.
„დღეს საქართველოს აქვს ყველა პირობა,რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს. საქართველო მოკავშირეების თვალში სტაბილური პარტნიორია,რომელიც დაცვას ცალმხრივად არ ელის. გასათვალისწინებელია საქართველოს აზრი რეგიონულ პროცესებზე და მას უსმენენ. ჩვენ გვაქვს მყარი პოლიტიკური დიალოგი და კმაყოფილები უნდა ვიყოთ შედეგით,რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, ქვეყანა პრაქტიკულად უნდა იყოს მზად,რომ ნატო-ს წევრი გახდეს.
საქართველოში არსებობს რთული პოლიტიკური მდგომარეობა. ვცდილობთ ყურადღება რეფორმებზე გავამახვილოთ. როდესაც პოლიტიკა დასტაბილურდება, ქვეყანა მზად უნდა იყოს ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენ ყველა რუსული პროპაგანდის მსხვერპლები ვართ. ის აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტეიბსაც. დარწმუნებული ვარ,რომ ნებისმიერი ადამიანი,რომელიც საქართველოში ჩავა, მიხვდება რატომ აფასებენ დასავლურ ღირებულებებს. ამის შეცვლა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა რა თქმა უნდა წინ უნდა აღვუდგეთ პროპაგანდას. ჩვენ გვსურს ტყუილი სიმართლით და ინფორმაციით ჩავანაცვლოთ“ , – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მანანა ღოღობრიძე













