• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თეა წულუკიანი – მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის რეგულაციები უმჯობესდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ დღეს დაამტკიცა.

ინიციატივა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.

წულუკიანის განცხადებით, 2016 წლიდან დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის გახანგრძლივება, მოქალაქეთა მხრიდან რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესითაა განპირობებული.

„რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მიმართვიანობა, საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი – სამზე მეტჯერ. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრსა და მოქალაქეს შორის საფუძვლიან დავათა მცირე ოდენობა ადასტურებს, რომ 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებულია. 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია. სწორედ ამიტომ აქამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი გახდება ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია კვლავ იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.

„როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში: ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღეს შესაძლებელი არ არის, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ. მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი;

კიდევ უფრო მარტივდება ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;

მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით;

შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების [ოჯახების] მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის. დღეს ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონპროექტით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია.

გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში: რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე; აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს; მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ; თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთებს.

სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში: თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთავს კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს; იცვლება აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა;

ფართოვდება მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი დღეს ასეთ დოკუმენტად მიიჩნევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ“ ,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, კანონის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.

ამასთან, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ტყის ფონდისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა რეგისტრირებულია ორი მილიონი ჰექტარი, ხოლო დასარეგისტრირებელი რჩება მილიონ-ნახევარი ჰექტარი.

„აქედან, ძალინ დიდი ფართობი რეგისტრირდა ბოლო 3 წლის მანძილზე. ჩვენი მიზანია, მომდევნო 3 წელიწადში დარჩენილი მიწებიც რეგისტრირდეს“, – დასძინა თეა წულუკიანმა.

Tags: თეა წულუკიანიმიწის რეფორმა
ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალს გამართავს

სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალს გამართავს

7 years ago
სრული შეცდომაა, რომ “ომიკრონი” არ იწვევს ადამიანების სიკვდილს – კულუმბეგოვი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

ბიზნესმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და გატესტილები ან აცრილები დაუშვას – კულუმბეგოვი

5 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ძმებს და დებს C ჰეპატიტისგან განკურნების პირობებს შეუქმნის”

ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ძმებს და დებს C ჰეპატიტისგან განკურნების პირობებს შეუქმნის”

11 years ago

“ეს არის პროვოკაციული მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე”

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by