საქართველოს მოქალაქეები ბოსნია და ჰერცეგოვინაში უვიზოდ იმოგზაურებენ, სარაევომ საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა. აქამდე, საქართველოს მოქალაქეები ვიზას თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში იღებდნენ. ქვეყანაში შესვლა, ასევე, შენგენის მრავალჯერადი ვიზითაც იყო შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნას ნებისმიერ ექვსთვიან პერიოდში, 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეეძლებენ.
ნინო ზარიძე