• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფბა მიიჩნევს, რომ არსებული ხარვეზებით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის მიღება დაუშევებელია

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„აფბა”: “თელასის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა თბილისში დენზე გრაფიკებს გამორიცხავს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აფბადღეს, „პირველი“–ის პრეს–კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია–აფბას“ ანალიტიკოსმა, პაატა ბაირახტარმა ბრიფინგი გამართა. ბაირახტარმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კანონპრიოექტი ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. პირველ რიგში, რიგი რეგულაციებისა საერთოდ არ უნდა იქნას მიღებული ან ისეთი დოზით, რომ საზოგადოება ნაკლებად დაზარალდეს. ამასთან კანონპროექტს აკლია ფინანსური კუთხით ანალიზი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა ეკონომიკურ შედეგს მოიტას მისი ამ სახით მიღება. შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარიც ზედმეტია, თუმცა კანონპროეტში არც ის ჩანს, თუ რა ზარალს მიიღებს მის შედეგად ეკონომიკა, ბიუჯეტი და მთლიანად ქვეყანა. ამასთან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტში არის რიგი რეგულაციები, რომელთა ამოქმედებას გონივრული ვადა უნდა მიეცეს. არ შეიძლება რაიმე ნორმა დაწესდეს კანონის მიღებიდან ერთ თვეში, როცა ის კერძო ბიზნესთანაა დაკავშირებული. და ბოლოს, კანონპროექტში არის ბევრი რეგულაცია, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა წარმოუგენელია ან კანონპროეტის ავტორებს წარმოდგენილი არ აქვთ ეფექტური იმპლემენტაციის მექანიზმები, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ კანონპროექტის ყველაზე სახიფათო მუხლი ესაა თამბაქოს რეალიზატორთათვის ლიცენზირების შემოღება და თამბაქოს პროდუქციის ხილვადობის შეზღუდვა, რასაც არამხოლოდ ეკონომიკური არამედ სოციალური დატვირთვაც ექნება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის თანხმად იგეგმება თამბაქოს რეალიზატორთა ლიცენზირება.  თუმცა საუბარი არ არის, რა სახის ლიცენზირება უნდა მოხდეს, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა და საერთოდ რა არის აზრი ქვეყანაში ამ ნორმის დარენგვის. თუ ლიცენზირების ნორმები რთული იქნება, ეს ნიშნავს, რომ მცირე მეწარმეების უმრავლესობა ვერ დააკმაყოფილებს მას (საუბარია მცირე სუპერ მარკეტებსა და მაღაზიებზე) და ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან. შედეგად მხოლოდ მსხვილი მეწარმეები აიღებენ ლიცენზიას და ისარგებლებენ ბაზარზე კონკურენციის მკვეთრი შემცირებით. მეორე შემთხვევაში, თუ ლიცენზირების ნორმები იქნება ადვილად დასაკმაყოფილებელი და ყველა შეძლებს მის მიღებას, რა აზრი აქვს ასეთი რეგულაციის შემოღებას?! ეს იქნება მოსახლეობის ჯიბეებიდან ფულის ამოღება უაზრო ლიცენზიის გამო.

აფბა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კარგად აწონ დაწონოს ის შედეგები, რაც მსგავი ტიპის რეგულაციებს შეიძლება მოჰყვეს. ლიცენზიება და თამბაქოს ხილვადობის შეზღუდვა პირველ რიგში მცირე მეწარმეებს ურთულებს ცხოვრებას. ქვეყანაში სადაც მცირე და საშუალო მეწარმეებს მთელ ბიზნეში 15% უჭირავთ, ხოლო მსხვილ ბიზნეს 85% ძალიან არასწორია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მითუმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესი საუკეთესო დამსაქმებელია და ამ სფეროს შეზღუდვა, უმუშევრობის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.“

ბაირახტარმა ასევე აქციზის გადასახადზეც ისაუბრა და ანიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში აქციზის გადასახადის ზრდამ მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე გავლენა ვერ იქონია.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აქციზის გადასახადი. ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება.  2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში 55,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტები შემოვიდა, რაც 3,5 მლნ. დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუ 2012 წლის მონაცემებს (სანამ სიგარეტზე აქციზის გადასახადის ყოველწლიური ზრდა დაიყებოდა) შევადარებთ 2015 წლისას დავინახავთ, რომ თამბაქოს იმპორტი 15%-ითაა გაზრდილი. ანუ, ბოლო 3 წელიდაში აქციზის გადასახადის გაორმაგებამ, შედეგად საცალო სიგარეტის ფასის ორჯერ ზრდამ მოხმარება კი არ შეამცირა, არამედ პირიქით გაზარდა.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიგარეტზე გადასახადების ზრდა ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირებას არ იწვევს ან მინიმალურ ზეგავლენას ახდენს. ეკონომისტებმა იციან, რომ სიგარეტი ფასის მიმართ არალერევანტური პროდუქტია და მისი გაძვირება, მოხმარების შემცირებას კი არ იწვევს, როგორც ეს სხვა პროდუქციის შემთხვევაში ხდება, არამედ მწეველი, რომელსაც გაძირებული სიგარეტის ყიდვა ურთულდება უფრო ცუდი ხარისხის თამბაქოს მოხმარებაზე გადადის.

ბოლო პერიოდში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის პარალელურად აქტიურად მიდის საუბრები თამბაქოს პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიდან ამოღების შესახებ. ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურება მსგავსი ტიპის ქმედებები, რადგან ამით სარგებელს ჩვენი ქვეყანა ვერცერთი კუთხით მიიღებს. მსგავსი ქმედება, ერთი მხრივ აძვირებს ექსპორტს საქართველოდან, რაც პერსპექტივას უკარგავს ადგილობრივ წარმოებას და მეროეს მხრივ მკვეთრად ზრდის თამბაქოს საცალო სარეალიზაციო ფასს.

ამასთან, გვინდა ავღნიშნოთ, რომ თუ ჩვენ რეალურად გვინდა მწეველთა რაოდენობის შემცირება, ეს უნდა მოხდეს საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი პოლიტიკის განხორციელებით, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა და არა პროდუქციის გაძვირებით, რაც წინასწარ ცნობილია, რომ შედეგს არ მოიტანს ან/და გაუგებარი რეგულაციების დაწესებით, რომელიც მხოლოდ ზიანს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას.“

 

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

12 years ago

ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე” 12 აპრილს გაიხსნება

8 years ago
თბილისში ტრანსპორტით ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარი ხდება

“შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ” – კალაძე 250-ლარიან აბონემენტზე

5 years ago

გიორგი მღებრიშვილი გერმანიის შს მინისტრს შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს. „რადგან ეს...

მეტის ნახვაDetails
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by