“სკოლებში ვაშლება აღარ დაარიგებენ, “- ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომელმაც მისი შემცვლელი დღეს სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ეს კომპონენტი უკვე დასრულდა.
“არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება, ვაშლების კომპონენტი უკვე დასრულდა”, -განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველი სამუშაო დღე ადრიანად დაიწყო. ის სამინისტროში დილით ადრე მივიდა.