17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

ჩინეთში სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის China Railway International Group-ის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის პროექტის შესასწავლად საქართველოს ეწვივნენ.

კომპანიის დელეგაციამ მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და საქართველოს სამთავრობო უწყებებთან გამართა, შემდეგ კი ანაკლიას ესტუმრა და პორტის ტერიტორია და  მიმდინარე სამშენებლო  სამუშაოები მოინახულა.

 China Railway International Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მშენებლობის მიმართულებით, რომელიც 200 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების მიმდინარე კონტრაქტებს ფლობს.

 ჩინეთის მთავრობის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში, რომელიც განახლებული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას გულისხმობს, საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ე წ „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ ნაწილად მოიაზრება.  ამ მარშრუტში ჩართვის შანსი  საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედების შედეგად მიეცემა, მას შემდეგ რაც მასშტაბური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით ქვეყანა დიდი რაოდენობით ტვირთის გატარებას და გადაზიდვას შეძლებს.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები