რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა.
მანამდე ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, შეხვედრის სავარაუდო ადგილად ვაშინგტონი სახელდება.
“უბრალოდ აღვნიშნავ, რომ დონალდ ტრამპმა, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენჯერმე თქვა და სოციალურ ქსელშიც დაწერა, იმაზე, თუ რამდენად საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მხოლოდ სულელი ფიქრობს სხვაგვარად,” – დასძინა ლავროვმა.