რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ ვოლგოგრადში მაშტაბური კონტროლი დაიწყეს.
რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ვოლგოგრადში 4 ათასზე მეტი პოლიციელი და სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენელი მონაწილეობას იღებს ოპერაციაში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ”ტერორიზმთან ბრძოლის ქარიშხალი”.
ოპერაციის ფარგლებში ქალაქში მომხდარი ტერაქტების შემდეგ კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების თაოსნობით სხვადასხვა ადგილებში შემოწმება ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წინ ვოლგოგრადში მომხადარ ორ ტერაქტს მინიმუმ 30 ადამიანი ემსხვერპლა.
01.01.14