6 სექტემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიხსნა საკვები მრეწველობის პროდუქციის, ბალტიისპირეთში ყველაზემსხვილი ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „ღიგა Fოოდ 2017”, რომელშიც მსოფლიოს 37 ქვეყნის 715 კომპანიამონაწილეობს.
აღნიშნულ გამოფენაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოსხელშეწყობით, 15 ქართული კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი: ნატურალური წვენებისკომპანია – „ნექტარინი“, ქართული საწებლის კომპანია – შპს „ედენა“; ღვინის მწარმოებელი კომპანიები: კომპანია „გიუაანი“,კომპანია „ჭინე Pროდუცტს ანდ შპირიტს“, “შალოშვილის ღვინის მარანი“, “ბადაგონი”, „კორპორაცია ქართული ღვინო“ (ჩGჭ), “Kთჭ”, “Lეგენდს ოფ Gეორგია”, “ჩჰატეაუ Nეკრესი”, “Gეორგიან ჭინე Hოუსე”; ქინძმარაულის ღვინის სარდაფი – შპს„ქინძმარაული;“ თაფლის მწარმოებელი კომპანიები: კოოპერატივი „სკა“ და კოოპერატივი „თაფლი საჩინო“; თხილისმწარმოებელი კომპანია: კოოპერატივი „სოფლის იმედი“. ქართული სტენდი გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზემოცულობითია.
ქართულ სტენდზე ქართული კერძები და ღვინო ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა და ლატვიისსოფლის მეურნეობის მინისტრმა იანის დუკლავმა დააგემოვნეს და წარმატება უსურვეს ქართულ კომპანიებს ლატვიისბაზარზე.
მსგავს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა ემსახურება საქართველოს შესახებცნობადობის ამაღლებას და ქართული კომპანიების მიერ ლატვიურ ბაზრის ათვისებას.
გამოფენა ტრადიციულად გახსნა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა და ის 9 სექტემბრამდეგაგრძელდება.