• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან: იყავით კრიტიკულები მაგრამ ობიექტურები

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან: იყავით კრიტიკულები მაგრამ ობიექტურები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ასამბლეის სხდომაზე, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა. დეპუტატმა ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალი პრეზიდენტის არჩევას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ქალთა გაძლიერებისთვის და ხელს უწყობს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას.

ჩატარებულ არჩევნების შესახებ წარმოდგენილ ანგარიშზე საუბრისას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა აღნიშნა, რომ „არჩევნები საქართველოში იყო თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, როგორც აღნიშნულია ანგარიშში“. თუმცა, პარლამენტის წევრის თქმით, ამ პროცესში, ასევე ყველამ ნათლად დაინახა საარჩევნო სისტემის გარკვეული ნაკლოვანებები. „ანგარიშში არის პროცესის ობიექტური კრიტიკაც. ყველამ ნათლად დაინახა საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებები და სისტემის შემდგომი გაუმჯობესების საჭიროება. ჩვენი დემოკრატიზაციის წარმატების ისტორია ახალი უფრო მაღალი ნიშნულისკენ მიისწრაფის და მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს კოლეგებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში, რათა მივაღწიოთ დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა საპრეზიდენტო არჩევნებში, ქალი კანდიდატის მიმართ წარმოებულ კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების მხრიდან უპრეცენდენტო შეტევისა და შეურაცხყოფის სამიზნე გახდა. მისი თქმით უარყოფით კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის მხრიდან აგრესიის სამიზნე, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, სხვა ქალი პოლიტიკოსებიც, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი – თამარ ჩუგოშვილი გახდა. „სამწუხაროდ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში, ქალი კანდიდატის მიმართ წარმოებული სამარცხვინო კამპანია ნეგატიურ სიგნალად იქცა პოლიტიკით დაინტერესებული ყველა ქალისთვის. სალომე ზურაბიშვილი გახდა უპრეცედენტო შეტევების, შეურაცხყოფისა და შევიწროების სამიზნე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არჩევნების ორივე დღემდე, ბოლო კვირების განმავლობაში. მისი საჯარო შეხვედრებს თან სდევდა მისი ოპონენტების საარჩევნო შტაბების წარმომადგენელთა მხრიდან ორგანიზებული პროვოკაციული საპროტესტო პერფორმანსები.

ამ უარყოფით კამპანიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, რომელსაც უწინ დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს ყოველდღიურად, ძალიან აგრესიული ფორმით, სიძულვილის ენის გამოყენებით უტევდა. სალომე ზურაბიშვილი არ იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აგრესიის ერთადერთი სამიზნე. ის უტევდა სხვა ქალ პოლიტიკოსებსაც და მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია დიდი პრობლემაა თანამედროვე პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. მისივე შეფასებით, პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო პოლარიზებას ეხმარება პოლიტიკური თანამოაზრეების მხარდასაჭერად გაკეთებული გარკვეული განცხადებებიც. საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპის სახალხო პარტიას (EPP) კრიტიკული, მაგრამ იმავდროულად ობიექტური განცხადებებისკენ მოუწოდა. „მომხსენებლის ერთ-ერთი კრიტიკული კომენტარი ეხებოდა პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციას საქართველოში. ეს მსოფლიოში თანამედროვე პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის დიდი პრობლემაა. ცხადია, საქართველოს შემთხვევაში, პოლარიზაცია უფრო მწვავე ფორმას იძენს, დემოკრატიაში გამოცდილების ნაკლებობისა და ჩვენი ემოციური ხასიათის გამო. იმავდროულად, გარკვეული განცხადებები, რომლებიც პოლიტიკური თანამოაზრეების მხარდასაჭერად კეთდება და რომლებიც ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს და არ არის ობიექტური, ხელს უწყობს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო პოლარიზებას. ძვირფასო კოლეგებო, მიმდინარე დებატებს ყურადღებით ადევნებს თვალს და აკვირდება ქართული საზოგადოება. მაშასადამე, ვთხოვ ჩვენს კოლეგებს, განსაკუთრებით, კოლეგებს EPP-დან (ევროპის სახალხო პარტიიდან), განცხადებებში იყვნენ კრიტიკულები მაგრამ იმავდროულად ობიექტურები. ეს ქართული დემოკრატიისთვის, უდავოდ, დიდი კონტრიბუცია იქნება“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მოწმე არსებობს, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია”

“ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მოწმე არსებობს, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია”

12 years ago
ეს ნატურალური ინგრედიენტები იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის

ეს ნატურალური ინგრედიენტები იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის

9 years ago
Black Sea Arena-ზე მევიოლინე ვანესა მეის კონცერტი გაიმართება

Black Sea Arena-ზე მევიოლინე ვანესა მეის კონცერტი გაიმართება

10 years ago

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის სანდოობის შესახებ კანონპროექტი მომზადდება

8 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by