თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის ისტორიულ ნაწილში შესაძლოა ახალი საბაგიროები გაკეთდეს. როგორც ელოშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე, კონკრეტული არეალების დადგენა მიმდინარეობს.
„რამდენიმე მიმართულებაზე მიდის მუშაობა. ჩვენ ახლა გენგეგმის განახლებულ ვერსიაზე ვმუშაობთ, ასევე ვმუშაობთ, რომ მოხდეს სატრანსპორტო მასტერპლანის დასრულება. საბაგიროები განიხილება, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, საინტერესო ტრანსპორტად იმ არეალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ტურისტული ინტერესებია, ქალაქის ისტორიულ ნაწილში. შესაბამისად, კონკრეტული არეალების დადგენა მიმდინარეობს“, – განაცხადა ელოშვილმა.
თბილისის მერიას 12 ახალი საბაგიროს მშენებლობას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფიც სთავაზობს.
ნინი მაზიაშვილი