5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
19 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
20 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
20 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების უსაფრთხოების
ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიცაზის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე როგორც ვიმოქმედეთ- მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავთ საჭიროზე უფრო მეტ კარავს.
პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მოანაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გავაკთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს რომელიც ჩვენს ხელთ არის, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებშიც პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას – უზრუნველყოს
მოქალაქეების უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, პირველ რიგში აქციის მონაწილეების. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Please follow and like us: