• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გეგუთის N14-ე დაწესებულებაში გარდაცვლილი მსჯავრდებულ ლევან კორტავას საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ სცნო

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1878prokuraturisshenoba(5)გეგუთის #14-ე დაწესებულებაში გარდაცვლილი მსჯავრდებულ ლევან კორტავას საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ სცნო.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყბის ინფორმაციით, დამნაშავედ ცნობილ პირებს ინდივიდუალურად თავისუფლების 11, 14, 15 და 20 წლით აღკვეთა მიესაჯათ.

“ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის #14-ე დაწესებულების მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე, ცემის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ექვსი პირი დამნაშავედ სცნო.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 12 მაისს, სად-ის #14 დაწესებულებაში, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ქურდული წესების მიმდევრებმა ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტისათვის” ხელის დარტყმის გამო, “ქურდულ სამყაროში” დამკვიდრებული წესების შესაბამისად, მკაცრად დასჯის მიზნით, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, გონების დაკარგვამდე, ჯგუფურად სასტიკად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა, რომელმაც განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე მიიღო ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.

2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, 117-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებითა და 2231 მუხლის პირველი ნაწილით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, განაჩენთა ერთობლიობით, ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, გელა უშხვანს და სოლომონ დაშნიანს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თეიმურაზ გურეშიძეს, ნუგზარ ბუჩუაძეს კი სასამართლომ 20 წელი შეუფარდა. აღნიშნულ პირებს ასევე დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 1 მაისს ლევან კორტავას გარდაცვალებაში მონაწილე კიდევ ერთი ბრალდებული – გიორგი შემაზაშვილი, დამნაშავედ სცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სსკ-ის 332-ე და 375-ე მუხლებით – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, გრძელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების სისხლის სამართლის საქმის განხილვა”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

12.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

“საქართველო უპრეცედენტო პაკეტს მიიღებს, რომლის მსგავსი ჩვენ არ მიგვიცია აქამდე ნატოს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოსთვის”

“საქართველო უპრეცედენტო პაკეტს მიიღებს, რომლის მსგავსი ჩვენ არ მიგვიცია აქამდე ნატოს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოსთვის”

12 years ago

„მსოფლიო ბანკს აქვს ინტერესი დაგვეხმაროს დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების კუთხით”

11 years ago

Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

11 years ago
„ადამიანებს სახლში უნდა მივუტანოთ ვაქცინა“ – ნიკოლოზ გამყრელიძე

„ადამიანებს სახლში უნდა მივუტანოთ ვაქცინა“ – ნიკოლოზ გამყრელიძე

5 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by