Archive for თებერვალი 26th, 2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა. ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ა.შ. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შპს „მადა“ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს. ნახევარფაბრიკატების[სრულად…]

????????????????????????????????????

სპეციალური ანგარიში – „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“

2019 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა და სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობაზე, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. დოკუმენტის მომზადების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ეროვნული კანონმდებლობა, მისი ეფექტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან,[სრულად…]

ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა

ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქაღალდის სეპარირებული შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა, მოსწავლეებს შესაბამისი სერტიფიკატები და თემატური პრიზები გადასცა. მინისტრმა ქვეყნაში ნარჩენების მდგარდი მართვის საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსსა და სამინისტროს გრძელვადიანი ნარჩენების მართვის სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვაში[სრულად…]

ეროვნული მნიშვნელობის უცნობი ადგილები გიორგი დვალაშვილის წიგნში

ეროვნული მნიშვნელობის უცნობი ადგილები გიორგი დვალაშვილის წიგნში

საქართველოს სრულქმნილი ბუნება ოდითგანვე აღფრთოვანებას იწვევდა დამთვალიერებელში, თითოეული კუთხე გამორჩეულია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ეროვნული მნიშვნელობის მქონე უნიკალური, მომნუსხველი, ბუნების დიდებული და სრულყოფილი ქმნილებები შესულია წიგნში ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება”, რომლის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი,[სრულად…]

სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს

სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამისათვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს. საქართველოს მასშტაბით[სრულად…]

სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ვალდებულება აქვს, 2020 წლისთვის ბინებით დაკმაყოფილდება

სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ვალდებულება აქვს, 2020 წლისთვის ბინებით დაკმაყოფილდება

წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს ბინას, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ, ბინების მშენებლობა როგორც გორში, ისე თბილისში მიმდინარეობს. „2019 წლის ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და[სრულად…]

წიგნის მთავარი გმირი შენი შვილია

წიგნის მთავარი გმირი შენი შვილია

ბავშვობა არის ის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული და სწორი მიდგომებია საჭირო. დღესდღეობით, სულ ცოტა ხანია, არსებობს წიგნები, რომელთა მთავარი გმირიც ბავშვი თავადაა – ის იქმნება მისთვის და მის შესახებ. „შენია“  2019 წლის 7 დეკემბერს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.  „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს მისი მფლობელი და მმართველი მენეჯერი, მარიკა წულუკიძე პასუხობს: რას აწარმოებთ? „შენია“[სრულად…]

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება

საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საგრანტო პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა. გერმანიის ფედერაციული[სრულად…]

მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს

მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს

მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ახალი პროგრამა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდება, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. „ჩვენ სოფლის მეურნეობის სექტორში გვაქვს ძირითადი საშუალებების და[სრულად…]

Little girl surrounded by books wearing black glasses, back to school concept, isolated over white

ჭკვიანი ადამიანების ფსიქოლოგია

ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც დაგვეხმარება  მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში მათ საკუთარი თავის ფასი იციან – ჭკვიანი ხალხის შრომითი უნარები შუასაუკუნეობრივ გილდიათა ცოდნასავით მხოლოდ რჩეულთათვის არის განდობილი და არაფრით ჰგავს ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქისთვის დამახასიათებელ სტანდარტიზებულ, სქემატურ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოდნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გადასცემთ[სრულად…]

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში აისახა. რეესტრის საიტზე ხელმისაწვდომია 13 თებერვლით დათარიღებული, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განკარგულებები „თიბისი ბანკის“ ადმინისტრატორებისთვისხელმოწერის უფლების შეჩერების შესახებ. ასევე პაპუნა ლეჟავას სახელით გაიგზავნა წერილები საჯარო რეესტრში 14 და 22 თებერვალს. „თიბისი ბანკის“ ამონაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნით[სრულად…]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, ქ.თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი.კ. სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მას.[სრულად…]

შემოსავლების სამსახურის უფროსმა რეგიონალურ ბიზნესფორუმში „ღია დიალოგი“ მიიღო მონაწილეობა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა რეგიონალურ ბიზნესფორუმში „ღია დიალოგი“ მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონალურ ბიზნესფორუმში – „ღია დიალოგი“ მონაწილეობა მიიღო. როგორც „თბილისი თაიმსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ფორუმს, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, 200-მდე მეწარმე დაესწრო. მეწარმეებს საშუალება მიეცათ ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისათვის, მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქმიანობის პროცესში ექმნებათ.[სრულად…]

2019/02/26 პოლიტიკა
სახელმწიფო მიწის მიტაცება და მასზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდეს

სახელმწიფო მიწის მიტაცება და მასზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდეს

ვფიქრობთ, რომ შევიტანოთ ცვლილება კანონმდებლობაში და სახელმწიფო მიწის მიტაცებასა და სახელმწიფო მიწაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოებზე პირდაპირ მოხდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონი აცხადებს. ბაგრატიონი ვერ აკონკრეტებს, როდის შევა ცვლილებები კანონმდებლობაში, თუმცა აცხადებს, რომ იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ყოველდღიურად[სრულად…]

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მე-12 პენიტენციური დაწესებულება რუსთავში, მშენებელთა N60-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა. „დაწესებულების 248 პატიმრის ეტაპირება შაბათს 08:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე დასრულდა. ახალი პენიტენციური დაწესებულება მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ 309 პირზე გათვლილ კორპუსში განთავსდა, რომელიც[სრულად…]

საქართველო არის რეგიონის ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით – ლუკ კოფი

საქართველო არის რეგიონის ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით – ლუკ კოფი

„ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ამბავი საქართველოს მოსახლეობისთვის და ის ნათლად წარმოაჩენს საქართველოს პოზიციას რეგიონში. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და ეს გახლავთ ამის კიდევ ერთი მტკიცებულება.“ – განაცხადა ლუკ კოფიმ, საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ( The Heritage Foundation) Fitch- ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურების შეფასებისას. მისი განცხადებით, აღნიშნული[სრულად…]

„ბიბლუსის“ „დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავიდან იწყება

„ბიბლუსის“ „დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავიდან იწყება

26 თებერვალს „ბიბლუსის“ „დიდი ლიტერატურული ტურნე“ დაიწყება, რომელიც სტარტს ქალაქ თელავიდან აიღებს. 26 თებერვალს, თელავში, „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის გამარჯვებულებს – ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახტანგ ვახტანგაძეს შეხვდება. ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ და „ალაჰი ჩემი მეგობარია“. 27 თებერვალს კი მკითხველს ნათია[სრულად…]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობით თაღლითობისა და კორუფციის რისკების შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობით თაღლითობისა და კორუფციის რისკების შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ექსპერტთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საჯარო მოხელეთა მხრიდან ჩადენილ თაღლითობისა და კორუფციის ფაქტებს, განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით რისკების იდენტიფიცირების, მართვის,[სრულად…]