• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეროვნული მნიშვნელობის უცნობი ადგილები გიორგი დვალაშვილის წიგნში

7 years ago
in მოგზაურობა
A A
ეროვნული მნიშვნელობის უცნობი ადგილები გიორგი დვალაშვილის წიგნში
18
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს სრულქმნილი ბუნება ოდითგანვე აღფრთოვანებას იწვევდა დამთვალიერებელში, თითოეული კუთხე გამორჩეულია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ეროვნული მნიშვნელობის მქონე უნიკალური, მომნუსხველი, ბუნების დიდებული და სრულყოფილი ქმნილებები შესულია წიგნში ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება”, რომლის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი – გიორგი დვალაშვილი. წიგნში იხილავთ ზღაპრულ მღვიმეებს, კლდე-შთენილებს, ტბებს, მყინვარებს, ტრავერტინებს, ხეობებს, მოკლედ, მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე გასაოცარ ადგილებს.

,,აღნიშნული ადგილები შევარჩიეთ რეგიონების მიხედვით, ნაშრომში ზუსტადაა აღწერილი მარშრუტი, მითითებულია მანძილი ქვეყნის დედაქალაქიდან, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან და რეგიონის ცენტრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში შესული ბუნების 22 საოცრება, ამავდროულად, არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგალითად, უფლისციხე. ვფიქრობ, წიგნში ბევრ უცხო და გამორჩეულ ადგილს იხილავს საზოგადოება. წიგნი ილუსტრირებულია 350 ფოტოკადრითა და რუკით. გამოიცა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რადგან, მოგეხსენებათ, დაინტერესება დიდია, შესაბამისად, ვიზრუნეთ ტურისტებზეც,” – აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა ,,დოქტრინასთან” საუბრისას.

1.ტაბაწყურის ტბა

სოფელი ტაბაწყური მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზღვარზე. მისი სახელი ტბის (ტაბის) ყურეს ნიშნავს. სოფელი მართლაც პირდაპირ ტბაშია შეჭრილი.  ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილ ტბასაც ტაბაწყური ჰქვია. ტბის მაქსიმალური სიღრმე 40.2 მეტრია და საქართველოს ტბებს შორის ყველაზე დიდი მოცულობა აქვს (221 მლნ მ3). ზაფხულში ცისფრად მოლივლივე ტბა ნოემბერში სარკესავით იყინება. ტბის წყალი იმდენად სუფთაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წლების მანძილზე სასმელად იყენებდა.

2.ასკანის თიხები

თიხა საქართველოში ბევრგან მოიპოვება და მას უძველესი დროიდან იყენებს ადამიანი. საბადო, რომელიც გურიაში, სოფელ მთისპირში, 1932 წელს აღმოაჩინეს, უნიკალურია. ეს არის 60 მილიონი წლის წინათ წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი განძი, რომელსაც მეცნიერები ბენტონიტურ თიხებს უწოდებენ. ასკანის თიხა გამოიყენება: ფარმაცევტულ თუ საფეიქრო მრეწველობებში, პარფიუმერიაში, ენერგეტიკულ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ასკანგელი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკულ და საფეიქრო მრეწველობაში და ა.შ. ,,ასკანის” წარმოშობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, ამბობენ, რომ გურიაში გავრცელებული ეპიდემიის დროს ჯანმრთელი მხოლოდ ამ სოფლის მოსახლეობა დარჩა, სწორედ ამიტომ, მათ ,,ასკანიანები” უწოდეს. კიდევ ერთი ვერსიით, მოსახლეობა მეფუტკრეობას მისდევდა, ,,ასკანის” ფუძეც სიტყვა ,,სკა” არის.

3.ჩანჩხალოს მღვიმე-მაცივარი

აჭარაში მდებარე სოფელ ჩანჩხალოში მდებარეობს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნი ,,მღვიმე-მაცივარი”. სოფლის ამ ნაწილს ნამალევი ჰქვია. სიტყვა ,,ნამალევიდან” გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ომიანობის დროს ციხესთან არსებული ბუნებრივი მღვიმე სამალავადაც გამოიყენებოდა. მოსახლეობა მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად თხრის ორმოს და სურსათს ინახავს თხრილში, სადაც ზაფხულში დაახლოებით ისეთივე ტემპერატურა ფიქსირდება, რაც მაცივარში. პაპანაქება სიცხეშიც კი მღვიმეში არ დნება ყინული, რომელიც სოფლის მოსახლეობას ამოაქვს და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. ჩანჩხალოს მკვიდრს, რომელსაც კლდესთან ახლოს აქვს სახლი, მღვიმე-მაცივრის პრაქტიკული გამოყენებაც გადაუწყვეტავს, ბუნებრივი ,,მაცივრისთვის” რკინის კარი შეუბამს და საკუჭნაოდ გაუკეთებია.

4.უშოლთის მღვიმე

რაჭის ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერთან ახლოს, ფოცხვრების მთის აღმოსავლეთ ფერდობზე, სუბალპურ სარტყელში, სათავეს იღებს მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი – მდინარე ხეორი. ეს ანკარა მთის მდინარე პირდაპირ, სოფლის ორღობეებში მოედინება. მისი სიგრძე 14,5 კმ-ია.

ხეორის ძნელად მისადგომი კანიონის ქვეშ, ე.წ. ბრმა ხეობაში მიედინება ხეორი. მდინარის აუზში მდებარეობს უშოლთის მღვიმე. 2150 მ სიგრძის ბუნებრივი გამოქვაბული მდიდარია ქიმიური ნაღვენთებით, განსაკუთრებით ორი დარბაზი – ,,თბილისის უნივერსიტეტი” და ,,ვახუშტი”.

5.კაცხის სვეტი

ზემო იმერეთის სოფლებს შორის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესია სოფელი კაცხი, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. სიტყვა ,,კაცხი” სვანურია  და მწვერვალს ნიშნავს. კაცხის ტერიტორიაზე აღმართულია ბუნებრივი კირქვული სვეტი – ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილი კლდოვანი მასა, გეოლოგების ენაზე – დენუდაციური ,,მოწმე” შთენილი. კაცხის სვეტის მიდამოები და თხემი ფართოფოთლოვანი მცენარეებითა და ლიანებით არის შემოსილი, რაც განუმეორებელ ლანდშაფტს ქმნის.

ადრინდელ შუა საუკუნეებში აქ განდეგილთა სამყოფელი და სალოცავი ყოფილა. სვეტის ზედა ბაქანზე დგას მომცრო ზომის ეკლესია.

6.კვერნაქების კლდე-შთენილები

კვერნაქის ქედი გადაჭიმულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარე საქაშეთისხევიდან მდინარე არაგვამდე.

აღმოსავლეთ კვერნაქის სამხრეთ კალთაზე კლდოვანი რელიეფი მრავალრიცხოვანი ფლატეებითა და ქარაფებითაა წარმოდგენილი. აქ მრავლდაა ხელოვნური გამოქვაბულები. მათგან ყველაზე გამორჩეულია კლდეში ნაკვეთი კომპლექსი-გამოქვაბული – ციხე-ქალაქი უფლისციხე. დღეს უფლისციხე ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია. უფლისციხეში არის წმიდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა.

7.ხორხების მღვიმე

ხორხების ყინულოვანი მღვიმე ბედენის პლატოს სამხრულ შვერილზე მდინარე კლდეისის წყლის ორ მდგენელს შორის მდებარეობს. ლოდების ქვეშ საყინულეა. სწორედ ამ ლოდებს შორის არის ვიწრო შესასვლელი, საიდანაც გვირაბებით დაქსელილ მიწისქვეშეთში შეიძლება შესვლა.

სოფელ კლდეისის ტერიტორიაზე არის ჩანჩქერი, სწორედ აქ მდებარეობს გამოქვაბული. თქმულების მიხედვით, აქ ნადირობდა თამარ მეფე, ნადირობისას კლდეს ისარი შეერჭო და სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს – ,,კლდეისი”.

 

8.აბუდელაურის ტბები

აბუდელაურის მყინვარის მოქმედების მიერ წარმოქმნილ ჩადაბლებაში მდებარეობს სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ტბა: მწვანე, ლურჯი და თეთრი. სოფელ როშკიდან ტბებამდე საფეხმავლო მარშრუტი მიემართება. მარშრუტის პირველი ობიექტი მწვანე ტბაა. მას დიდი რაოდენობით ბალახებეულობის გამო აქვს მწვანე შეფერილობა. ტბის მაქსიმალური სიღრმე 3.8 მეტრია, მოცულობა 45500მ3.

მწვანე ტბის ჩრდილოეთით 200 მეტრში მდებარე ჩადაბლებაში გვხვდება ,,ლურჯი ტბა”. ამ ტბაში ზაფხულის პერიოდში ნაკადები არ შეედინება, შესაბამისად, წყალი სუფთა და ანკარაა, სწორედ ამიტომ ტბას მკვეთრად ლურჯი ფერი აქვს.

ლურჯი ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით, 1 კილომეტრში, მდებარეობს ,,თეთრი ტბა”, რომელიც წარმოიქმნა აბუდელაურის მყინვარის დაბოლოების ადგილას. ტბებიდან მიწისქვეშა გამოსავლებით გამოედინება ნაკადები, რომლებიც ქმნიან მდინარე აბუდელაურს.

 

9.თუშეთი

დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და მოიცავს რამდენიმე სოფელს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. სოფლები განლაგებულია ზღვის დონიდან 1900 მ-დან 2400 მ-მდე. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.

თუშეთი დღეს მთლიანად დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები: უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები, ციხე-კოშკები ბუნებრივ გარემოსთან ერთად ლანდშაფტურ ღირებულებას ქმნის.

თუშეთში იხილავთ სოფელ ბოჭორნას – ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტს, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს.

Tags: ასკანის თიხებითუშეთიკაცხის სვეტიკვერნაქების კლდე-შთენილებიტაბაწყურის ტბაუშოლთის მღვიმეჩანჩხალოს მღვიმე-მაცივარიხორხების მღვიმე
Share7Tweet5

ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  
ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  

06/01/2022
საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 
ახალი ამბები

საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 

02/12/2022
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 
ახალი ამბები

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 

02/12/2022
ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა
ახალი ამბები

ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა

01/24/2022
პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება
ახალი ამბები

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება

12/13/2021
ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი ამბები

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

11/26/2021

საინტერესო

ბელოვოდსკის რაიონში სამხედროებმა დამპყრობლების პოზიციები გაარღვიეს, რუსული შენაერთები გარბიან – უკრაინის თავდაცვა 

ბელოვოდსკის რაიონში სამხედროებმა დამპყრობლების პოზიციები გაარღვიეს, რუსული შენაერთები გარბიან – უკრაინის თავდაცვა 

4 years ago
ირინა ფრუიძე: “საკუთარი პოლიტიკური კარიერა „ქართულ ოცნებას“ ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი მიზეზის გამო დავუკავშირე”

ირინა ფრუიძე: “საკუთარი პოლიტიკური კარიერა „ქართულ ოცნებას“ ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი მიზეზის გამო დავუკავშირე”

10 years ago
მთავრობამ სასჯელარსრულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის კანონპროექტი მოიწონა

მთავრობამ სასჯელარსრულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმის კანონპროექტი მოიწონა

11 years ago
ნათია თურნავა – „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს

ნათია თურნავა – „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს

7 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by