ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეხუთე პირის ცხედარი ამოიყვანეს.
ამ ეტაპისთვის მაშველებმა ჯამში 5 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, რომელიც მამაკაცია. გრძელდება ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.
-
არსებული ინფორმაციით, მაშველები მცირეწლოვანს ეძებენ. როგორც ადგილზე ადგილობრივები აცხადებენ, მცირეწლოვანი, რომელსაც ამჟამად მაშველები ეძებენ, არის 3 წლის თაიას და – 7 წლის ნუცა.

უკვე 12 საათია მეხანძრე-მაშველები ოპერაციას აგრძელებენ, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. როგორც ცნობილია ისინი კორპუსში უკანა მხრიდან მუშაობენ, რადგან დიდია ნგრევის რისკი.

ოპერაციაში 100-მეტი მაშველია ჩართული. მათ შორის არიან ძაღლებიც. სწორედ მათ მიაგნეს 3 წლის გოგონას კვალს ნანგრევებში.

ცნობილია, რომ ერთ-ერთ ქალის ცხედარი ეკუთვნის გადარჩენილი 3 წლის თაიას დედას, ნინო ჭელიძეს. სხვა ცხედრები ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
ფოტო: ვანო გორგიშვილი
წყარო : ambebi.ge














