• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის  მერმა კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და ახალი მატარებლით იმგზავრა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2018 წლის ბოლოსთვის  ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის  ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და  სადგურების მოწესრიგების მიმართულებით.

დღეს მეტროს ახალი შემადგენლობები დაემატა. შემადგენლობების დამატების მიზანი მოცდის პერიოდის შემცირებაა, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ მაგალითად, პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეს 3 წუთია და გვინდა, ეს მაჩვენებელი 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა ქალაქში უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ორიოდე კვირაში ორივე ხაზს კიდევ თითო ახალი შემადგენლობა დაემატება და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე  დამატებით ერთი – ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზზე – სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს.

ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და  მასში დამონტაჟდა თანამედროვე კონდიცირების სისტემა; კაბინები, ასევე, აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით;   შეიცვალა  ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები შეიცვალა დიოდური სანათებით; დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და ბაქანის საკონტროლო გარე კამერები; მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; მოძველებული მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით; განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს.

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს, დამატებით, 27 ვაგონის განახლებას გეგმავს.

ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა – კობა კობალაძემ და შალვა ოგბაიძემ დაათვალიერეს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

თურქეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმისკენ მომავალი 4 ადამიანი იმსხვერპლა

თურქეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმისკენ მომავალი 4 ადამიანი იმსხვერპლა

2 years ago
„ერთი კაცის ნაკლებობა არ არის დამაბრკოლებელი“ – ვახუშტი მენაბდე

„ერთი კაცის ნაკლებობა არ არის დამაბრკოლებელი“ – ვახუშტი მენაბდე

10 years ago
საქართველოს საელჩოში საზეიმო მიღება გაიმართა

საქართველოს საელჩოში საზეიმო მიღება გაიმართა

12 years ago

ქართველი ემიგრანტები საყდრისის გადასარჩენად ირაზმებიან

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by