• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა რუმინეთის ელჩთან შეხვედრა გამართეს

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა რუმინეთის ელჩთან შეხვედრა გამართეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს რუმინეთის ელჩთან საქართველოში რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან.

ტრადიციად იქცა კომიტეტების შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ელჩებთან, და შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიებაც ამ ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენდა, ვინაიდან სწორედ რუმინეთი გახდა ახლახან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.

რუმინეთის ელჩთან შეხვედრის თემა იყო “რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები“.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ისკო დასენმა, რომელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მზარდი და აქტიური ხდება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ხალხთა შორის კავშირები, ასევე აღსანიშნავია, რომ რუმინეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტრადიციული მხარდამჭერია და აქტიური ლობისტი როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

რუმინეთის ელჩმა თავის გამოსვლაში გარდა იმისა, რომ ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხორცილებასაც რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გეგმავს, ასევე ყურადღება დაუთმო საქართველო-რუმინეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და სულ უფრო ნაყოფიერი ხდება. ელჩმა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა ის ფაქტი, რომ ახლახან რუმინეთის ქალაქ იაშში პოეტ ბესარიონ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა და იაშსა და ქუთაისს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ელჩის განცხადებით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, რაც რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნა იქნება, ინტენსიურ მუშაობას გეგმავენ სახვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და სხვა.

რუმინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც რუმინეთის, ასევე ევროკავშირის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ერთიანი ევროპული ღირებულებაა და ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების პოლიტიკას“, – განაცხადა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ. მან ასევე უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს.

დასასრულ, სოფიო ქაცარავამ რუმინეთის ელჩს, მის ქვეყანას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის.

„კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას – რუმინეთს ასეთი მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ და პირველ რიგში იმ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ რომელიც ეხება სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირები.

შეხვედრას ორი კომიტეტის წევრების გარდა ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, პარლამენტის სტაჟიორები.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

მინისტრის პოსტს ვტოვებ, არ ვიცი პარლამენტში რა უნდა ვაკეთო – თეა წულუკიანი

მინისტრის პოსტს ვტოვებ, არ ვიცი პარლამენტში რა უნდა ვაკეთო – თეა წულუკიანი

2 years ago
“აი ასე მდიდრდება სახელმწიფო აპარატი და მონოპოლიური სტრუქტურები”

რა საფრთხეებს მოიცავს – ხელგაშლილი საგადასახადო რეფორმა!

10 years ago
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის ქალაქ ყარსში იმყოფება

გიორგი მარგველაშვილი თურქეთის ქალაქ ყარსში იმყოფება

11 years ago
ილია მეორე: “ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება”

პატრიარქი: “ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას”

9 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by