• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„შენი ხმა ჩვენი მომავალია“ – საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია გახსნა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
„შენი ხმა ჩვენი მომავალია“ – საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია გახსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

file“თქვენ უნდა მიხვიდეთ ქალაქებში, სოფლებში, უნდა ელაპარაკოთ ხალხს და დაარწმუნოთ ისინი, რომ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი. უნდა მოუწოდოთ კარგად მოუსმინონ პოლიტიკოსებს, მათ დაპირებებს, რამდენად რეალურია დაპირებები და შესრულებადია ეს დაპირებები, უნდა დაარწმუნოთ ხალხი, რომ ამაში დეტალურად ჩაიხედონ”- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს  ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში, რომელიც კამპანია ” შენი ხმა ჩვენი მომავალია”- ს ფარგლებში დღეს გაიხსნა.

პროექტი საქართველოს რვა ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას გულისხმობს. კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის აქტიურობის გაზრდას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია.

„დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ უნიკალური მისიისთვის, რადგან ყოველი მოქალაქე არის ვალდებული ამავე დროს შექმნას თავისი სახელმწიფო, შექმნას და მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ გამოწვევებში. თქვენ ჩაატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალთ და არ თხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის, არც თქვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, თქვენ ერთადერთს გააკეთებთ – თხოვთ მოქალაქეებს, რომ გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან, როგორც მომავალი საქართველოსი. თქვენ გააკეთებთ ამას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას შეძლებთ.

თქვენ უნდა შეძლოთ დაარწმუნოთ თითოეული მოქალაქე, რომ არჩევნებში ხმის მიცემა არის მათი წმიდათაწმინდა ვალდებულება. არის ბევრი ადამიანი, რომელიც დაბნეულია და ჯერ ვერ აურჩევია პოლიტიკური ლიდერი. მაგრამ ისევე, როგორც ის მაისურები, რომლებიც თქვენ გაცვიათ და რომელზეც წრე ახატია, დემოკრატიაც არის მთლიანი, წრისებრი, გამაერთიანებელი, როგორც ქართული პოლიფონია, როგორც ქართული მუსიკა – ბევრი ხმა ერთიანობას, ჩვენს მშვენიერ კულტურას ქმნის, ასევე დემოკრატიამ უნდა გააძლიეროს საქართველო და ამ არჩევნების მეშვეობით წინ წაწიოს ჩვენი ქვეყანა.

თქვენ თვითონ მოიფიქრებთ, რანაირად დაარწმუნოთ ამომრჩეველი. თქვენ შეგეკითხებიან, რატომ უნდა მისცენ ხმა. თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ პასუხები. მე მჯერა, რომ იმ დღეების განმავლობაში, რომელსაც თქვენ აქ გაატარებთ, მოიფიქრებთ, რა პასუხები გასცეთ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია არჩევნებში მონაწილეობა და პასუხი არის ერთი – თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე და თუ შენ არ ირჩევ ლიდერებს, შენ უარს ამბობ თავისუფლებაზე“, – მიმართა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.

პროექტი „შენი ხმა – ჩვენი მომავალი” – საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.  კამპანია, რომლის ორგანიზატორიც არის ” ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” მოიცავს საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდებისთვის საარჩევნო თემებზე ლექციების და შეხვედრების მოწყობას, ასევე ტრენინგების ჩატარებას კომუნიკაციისა და ლიდერობის თემებზე.

კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის  ლაბორატორიის” ორგანიზებით საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელთათვის კონკურსი გაიმართება,  რომლის მიზანიც არის თითოეული საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივობის პოპულარიზაცია.  პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კამპანია სოციალურ ქსელში ამომრჩეველთა აქტიურობის გასაზრდელად.

შეხვედრისას ახალგაზრდებმა პრეზიდენტს ამომრჩეველთა აქტივობის გასაზრდელად საკუთარი ხედვები და ინიციატივები გააცნეს. ასევე მათ გიორგი მარგველაშვილს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მაია ფანჯიკიძემ და ვიქტორია ნულანდმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

12 years ago
ინდოეთში კოვიდგადატანილი პაციენტები იშვიათ, მომაკვდინებელ ინფექციას ებრძვიან

ინდოეთში კოვიდგადატანილი პაციენტები იშვიათ, მომაკვდინებელ ინფექციას ებრძვიან

5 years ago
ვინ იყო ბიჭი, რომელიც 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხით შეებრძოლა  

ვინ იყო ბიჭი, რომელიც 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხით შეებრძოლა  

5 years ago
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტი ცნობილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტი ცნობილია

9 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by