• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საქართველოს პარლამენტში დავნერგოთ საუკეთესო დასავლური გამოცდილება და პრაქტიკა იმ სფეროში, რასაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ზედამხედველობა ჰქვია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მისი განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დეპუტატებმა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა უსაფრთხოების სექტორში აღმოცენებულ ახალ საფრთხეებსა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხრივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ, ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ და გამოსავლის შესაძლო გზებზე იმსჯელონ.

ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა განსაკუთრებით აქტუალური ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ გახდა.

„საპარლამენტო კონტროლი, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ასევე, ახალი რეგლამენტი. პარლამენტი ხდება პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ინსტიტუცია, ცენტრალური რგოლი, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და რეგლამენტის მასშტაბური რეფორმის საფუძველზე, უკვე აღიჭურვა შესაბამისი საზედამხედველო ინსტრუმენტებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და შესაბამის ინსტრუმენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, გამარტივდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი, დაიხვეწა ინტერპელაციის პროცედურა, შემოღებულ იქნა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, გამარტივდა საგამოძიებო კომისიის შექმნის წესი, შემოღებულ იქნა მინისტრის საათი, ასევე, ოპოზიციას მიენიჭა კომიტეტის სხდომაზე მინისტრების დაბარების უფლება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივ. ამ კონტექსტში, მან ნდობის ჯგუფის როლზე გაამახვილა ყურადღება.

“ამ უწყებების კონტროლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მოგეხსენებათ, ნდობის ჯგუფის როლი. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია, რომ გაუქმდა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონი და იქ არსებული რეგულაციები და შესაბამისი ცვლილებები აისახა პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, გაიზარდა ნდობის ჯგუფის მანდატი და ის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების ზედამხედველობას. სიახლეს წარმოადგენს აგრეთვე ის გარემოება, რომ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის თანხმობით, ნდობის ჯგუფის წევრი ან წევრები უფლებამოსილი გახდნენ განახორციელონ ვიზიტები შესაბამის უწყებებში. ასევე, დადგინდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყებები, ვალდებული არიან საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანის შემდეგ, ნდობის ჯგუფს გააცნონ უწყების სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების შემცველი საიდუმლო ნორმატიული აქტები”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული დახვეწილი დებულებები ეფექტიანად იქნას გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის ევროკავშირის დელეგაციას, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

„სწორედ ამ მიზანს ემსახურება ასეთი კონფერენციები, შეხვედრები, საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაზიარება და გამოწვევების თაობაზე მსჯელობა ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ კონფერენციას ესწრებიან შესაბამისი კომიტეტის წევრები, ჩვენი აპარატის თანამშრომლები.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირის დელეგაციას, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, პროექტში მონაწილე პირებს მხარდაჭერისა და მათი ენერგიული ჩართულობისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საქართველოს პარლამენტში დავნერგოთ საუკეთესო დასავლური გამოცდილება და პრაქტიკა იმ სფეროში, რასაც ქვია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ზედამხედველობა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„ნემსი გამიკეთეთქო, ორი დღეა ველოდები… ამათ მე უპატრონო ვგონივარ“ — რას წერდა კოვიდით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელი

„ნემსი გამიკეთეთქო, ორი დღეა ველოდები… ამათ მე უპატრონო ვგონივარ“ — რას წერდა კოვიდით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელი

5 years ago

საყდრისის გადასარჩენად კარვების აქცია იწყება

12 years ago

კრამატორსკში ფედერალიზაციის მომხრეებმა უკრაინელ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს

12 years ago
საფრანგეთის რამოდენიმე ქალაქში მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ

საფრანგეთის რამოდენიმე ქალაქში მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ

8 years ago

ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავის რჩეულს, ბრაზილიელ სანდრა მენდოსას ხელი სთხოვა. რომანტიკულ კადრებს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც...

მეტის ნახვაDetails
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by